სიახლეები
სკოლები

წაბლანის საჯარო სკოლაში, დამოკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, IX კლასის შემოქმედ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
31-05-2021
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში, დამოკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, IX კლასის შემოქმედ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი ისტორიის უფროსი მასწავლებელი ზოია ზოიძე იყო.

„დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ ჭრილში ექსკურსის შემდეგ ღონისძიების ხელმძღვანელმა საუცხოოდ მოახერხა მოსწავლეთა შემოქმედების ფართო აუდიტორიაზე წარდგენა.

შეხვედრა იყო ინტერაქტიული და უმთავრესი - სამოტივაციო მაყურებელთათვის. სკოლის აუდიტორიის წინაშე წარადგინეს IX კლასელთა შემოქმედება: ნახატები, ლექსები და მოთხრობები. ხაზი გაესვა უამრავ ფაქტს, მათ შორის :  

1. იშვიათია მკითხველი იმდენი წიგნი წაეკითხოს, რამდენიც IX კლასის მოსწავლე ლინდა მუთიძეს აქვს წაკითხული. მანვე აღნიშნა, რომ ყველა წიგნის გმირის ემოციას დაატარებს.

2. წაბლანის საჯარო სკოლის ისტორიაში არაა ცნობილი ვინმეს იმდენი და იმ სიღრმის ლექსი დაეწეროს, რამდენიც IX კლასელ ანრი მუთიძეს. 

3. კლაში ოთხიდან სამი მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სამწერლო მოღვაწეობაში რაც მთლიანის 75% ია. მსგავსი პროცენტული წილი იშვიათობაა, ან არ არსებობს.

ანრი მუთიძეს, სოფელ წაბლანიდან „გალაქტიონი“ და განცდების მუზა უწოდეს. აუდიტორიამ მადლობა გადაუხადა შემოქმედებითი შრომისთვის, კარგი სწავლისა და გამორჩეული პასუხისმგებლობისთვის.

IX კლასელ ლინდა მუთიძეს, ყველაფრით დაინტერესებულს, „ყველაფრიკოსს“, გაუმაძღარს კითხვით, სწავლით და გამორჩეულს მრავალმხვრივი ნიჭის ხორცშესხმაში, თანაბრად ყველა სასკოლო დისციპლინაში საუკეთესოს, მოთხრობების, ჩანახატების ავტორს, უამრავი ნახატის შემქმნელს მადლობა გადაეხადა შემოქმედებითი გუნდის დასაყრდენ წევრს და ერთადერთ გოგონას, სამი მუშკეტერის „დარტანიანს“.

ბექა თურმანიძეს, გამორჩეულად მშვიდს, ფარული უნარებით დაჯილდოებულს, ლექსების ავტორს, იუმორით სავსეს, მადლობა გადაუხადეს ერთიან ძალისხმევაში განსაკუთრებული წილისა და მოკრძალებით წარმოდგენილი რამდენიმე საოცარი ლექსისათვის.

IX კლასელ ენრი ზოიძეს, თანამდგომი, პოზიტიური, ფარული იუმორით, არაჩვეულებრივი მწვანე თვალებით და  მომღიმარი სახით გამორჩეულს მადლობა გადაუხადეს შემოქმედ მოსწავლეებთან მეგობრობისა და განსაკუთრებული ნდობის დამსახურებისათვის.
     
მკაფიოდ აღინიშნა, რომ როცა კარგად აკეთებ, მადლიერი ხარ იმ გარემოცვის, სადაც კარგის კეთების მოტივი და მუზა გაგიჩნდა.

შეხვედრის გარემოს სიბრძეს მატებდა მოსწავლეთა გამონათქვამები: 

„შიში მაინც თავისას აკეთებს, რაც არ უნდა მოიმოქმედო თუ შიშს ხელში ჩაუვარდი, შემოგხვევს თავის ბასრ კლანჭებს და აღარ გაგიშვებს, სანამ ეშმაკობით და იმედით არ დაუძვრები ხელიდან!“ ლ.მ.
„ძლიერი ადამიანები გამოსავალს პოულობენ იქ, სადაც სხვები იმედს კარგავენ!“  ა.მ.
„კარგი მკითხველი წიგნს ნარკოტიკად მოიხმარს, რომელიც სასიამოვნო გამაჯანსაღებელ ეიფორიას უქმნის მას!“   ლ.მ.
„სიყვარული არ გვეკითხება, ის თავისით მოდის!“ ბ.თ.
„გვწამდეს იმ უხილავი ძალის, რომელიც ყოველ დღეს გვითენებს!“ ლ.მ.
„ჩემი ჰორიზონტი იმაზე დიდია რაც კი მგონია!“ ა.მ.
„ცოდნა, რომელსაც არ იყენებენ და ქმედებაში არ გადადის, ის ცოდნა კი არ არის, არამედ უბრალოდ დაგროვილი ინფორმაცია!“ ბ.თ.
„სიყვარული არის ყველაზე დიდი სასიამოვნო ტკივილი მთელს მსოფლიოში!“ ლ.მ.
„ყველაფერი ყველაფერზე დიდია!“ ა.მ.
„მზე დროა, რომელიც ადრე თუ გვიან ჩავა, ყველა დასასრულისას კი რაღაც ახალი იწყება!“ ლ.ა.მ.
„სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება ეს იმ გრძნობების მცირე ჩამონათვალია, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა, ცხოვრების გაგრძელება!“ ლ.მ.

საოცარი ეფექტი ჰქონდა კითხვა პასუხის რეჟიმს, რომელიც პლატონისეულ დისკურსიას დაემსგავსა. უმცროსკლასელებმა საოცარი აღფრთოვანებით გამოხატეს უფროსკალსელებიდან წამოსული მუხტის და საოცარი სულისკვეტებისათვის.  

აუდიტორიაში აღმოჩნდა რამდენიმე მოსწავლე რომლებიც ფარულად მეგობრობდნენ საკუთარ ლექსებთან.

მოსწავლეებს კლასის დამრიგებელის მიერ  საჩუქრად გადაეცათ  მხატვრული ლიტერატურა. ასევე სკოლის სახელით  გადაეცათ წიგნები აღზრდა განათლებაზე და წიგნაკები მომავალი შემოქმედებითი ჩანაწერებისათვის.

აუდიტორიას საშუალება მიეცა ავტორების ავტოგრაფებით მიეღოთ ლექსები და ნახატები.

საბაზო სკოლის  კურსის დამამათავრებელი კლასის და აუდიტორიის სახელით განსაკუთრებული მადლობა გამოუცხადეს იდეის ავტორს და სულისჩამდგმელს ზოია ზოიძეს.  მკაფიოდ აღინიშნა, რომ ნიჭიერთა აღმოჩენა და დაფასებას აუცილებლად ესაჭიროება კეთილშობილ ბუნებასთან ერთად ნიჭიერებაზე ნაზიარები მსოფხედველობა. 

აქვე აღინიშნა, რომ არც ისე იშვიათია ნიჭერების ნებსით და უნებლიეთ ვერშემჩნევა და შესაბამისი მაგალითებიც მოიყვანეს.
2021 წლის მაისი.

დამოუკიდებლობა შემოქმედებით მუხლშეუხრელი შორმის შედეგია!“- წერია წაბლანის საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება