მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გოჩა წულაიას სახელობის, გუმბრინის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს ყველაფერი პირველკლასელებისთვის, რომლებმაც პანდემიურ პერიოდში შეაღეს მშობლიური სკოლის კარი და ახლაც, არცთუ მარტივ ვითარებაში უწევთ დამშვიდობება მასწავლებელთან.
დიდი სიყვარულით გააცილა გუმბრინის საჯარო სკოლამ პირველკლასელები და მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს - როცა უკვე გაზრდილები, თუმცა ისეთივე საყვარლები კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთახის ზღურბლს.
„ჩვენო ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ პირველი სასწავლო წლის დასრულებას. წინსვლა და წარმატებები გქონოდეთ მუდამ“, - აღნიშნულია გუმბრინის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა