სიახლეები
სიახლეები

რა სიახლეებია დაგეგმილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2018 წლისთვის
21-12-2017
-
+


მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე, მიხეილ ჩხენკელი ვრცელი სიტყვით წარსდგა და სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

განათლების ხარისხის ამაღლება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა:

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ყველა დონეზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის აზრით, დღეს განათლების სისტემის განვითარების უმთავრესი ამოცანა განათლების ხარისხის ამაღლება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და  განათლების თითოეულ დონეზე ინკლუზიის  უზრუნველყოფაა.

ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის ზოგადი განათლების კუთხით არსებული პრობლემების დასაძლევად, მინისტრის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სოფლის სკოლების საგანმანთლებლო ცენტრებად გარდაქმნაზე, რაც  საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო ენის შესწავლას დაეთმობა. თუმცა, მოზარდებთან ერთად, საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა ზრდასრულ მოსახლეობასაც შეეძლება. 

ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოსა და ოჯახის ურთიერთანამშრომლობა:

მიხეილ ჩხენკელმა  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ  სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, ფართომასშტაბიანი კამპანია უკვე დაწყებულია.

მინისტრის განცხადებით, ფსიქოლოგები სკოლებში აქტიურად მუშაობენ თუმცა, სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამოცდილი და გულისხმიერი სპეციალისტების დახმარება, რადგან სამინისტროს მიზანია, არა მხოლოდ ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ, პირველ რიგში, მისი პრევენცია.

მინისტრის თქმით, ძალადობისა და ბულინგის აღსაკვეთად უმნიშვნელოვანესია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების სათანადო ინფორმირება. შესაბამისად,  საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მათ ამომწურავი განმარტებები და რეკომენდაციები მიეწოდებათ. მინისტრი მიიჩნევს, რომ პრობლემების ცხადად  დასანახად და მათ გადასაჭრელად  აუცილებელია ბავშვების ჩართულობა და მათთან უწყვეტი დიალოგი. ამიტომ,  უკვე დაწყებულია მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“.

მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,  რომ სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ, რადგან მოზარდებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. 

2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ განათლების პროცესში უმთავრესი როლი პედაგოგს აკისრია. შესაბამისად, მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შეიქმნება და  ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

პროფესიული განვითარების მოტივაციის ამაღლების მიზნით, მინისტრის თქმით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავა ბიუროკრატიული პროცედურები,  რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ.

ამავდროულად, უწყვეტ რეჟიმში და კომპლექსურად  განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი. დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმი, რომლის მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება.

ბავშვებისა და მოზარდების სპორტით დაინტერესება:

მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რაც მისი დანიშვნის დღიდან, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, ყველაფერს გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა ენერგია განათლებაში, შემოქმედებით აქტივობასა და სპორტში დახარჯონ.

მინისტრის თქმით, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერი  მასშტაბური კამპანია უკვე დაწყებულია და 2018 წელს, ეს კამპანია ყველა სკოლას მოიცავს - სპორტულ შეჯიბრებებში, სურვილისა და ინტერესების შესაბამისად, ყველა ასაკის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება სასკოლო საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და ახალი სკოლების მშენებლობაში.

უმაღლესი რანგის პროფესიონალები, მეცნიერები და მკვლევარები სასკოლო განათლების დონეზე სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან:

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა ახალ პროექტ „ევრიკაზე“ ისაუბრა, რომლის მიზანს მოზარდების მეცნიერებით დაინტერესება წარმოადგენს. 

მინისტრის თქმით, მოსწავლეებში ინტერესის გასაღრმავებლად, კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად და სწავლის შემდეგი ეტაპებისთვის მოსამზადებლად, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის  ურთიერთკავშირი გაძლიერდება, რაც გულისხმობს უმაღლესი რანგის პროფესიონალების, მეცნიერებისა და მკვლევარების სასწავლო პროცესში ჩართვას.

ამასთან, პროექტ „ევრიკა“-ს ფარგლებში, სხვადასხვა დარგის ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ. დისტანციურ სწავლებაზე წვდომა ექნება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას.  სწავლების ეს ციკლი კი, პროფესიული განვითარების საშუალებას შესაბამისი საგნის პედაგოგებსაც მისცემს.

ინკლუზიური განათლება:

მინისტრის თქმით, ინკლუზიური განათლების აუცილებლობა მჭიდრო არის დაკავშირებული საზოგადოების განვითარების ინტერესებთან. უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე ინკლუზიური სწავლების განვითარებისთვის, მაგრამ ამ კუთხით, კიდევ არაერთი გამოწვევაა. მათზე საპასუხოდ კი, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება და განვითარდება სპეციალური მასწავლებლის პროფესია, გაძლიერდება უნივერსიტეტებში სპეციალური განათლების  მასწავლებლების მომზადება, ასევე,  გადაიხედება დაფინანსების მოდელი და განხორციელდება ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.

უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება:

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებზეც გაამახვილა ყურადღება.  

მინისტრის თქმით, მოხდება უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება და ავტორიზაციის სტანდარტების შეუსაბამობა, უმაღლესებისთვის სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება.

ამოქმედდება ევროპის საბჭოს უმაღლესი განათლების სტანდარტებთან თავსებადი მოდელი. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით კი, შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, გაცილებით ეფექტური მექანიზმი.

დიდი ყურადღება დაეთმობა დისტანციური სწავლების დანერგვას, რაც გულისხმობს როგორც უცხოელი პროფესორების რესურსის გამოყენებას,  ასევე შესაძლებლობას საზღვარგარეთ ქართველმა პროფესორებმაც წაიკითხონ ონლაინ ლექციები. 

საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან  თანამშრომლობის კუთხით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ფონდი „ქართუსა“ და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით  მიმდინარე პროექტს, რომლის შედეგად, ქუთაისში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება.

პროფესიული განათლების ბაზაზე შესაძლებელი გახდება სკოლის ატესტატის ეკვივალენტი დოკუმენტის აღება:

პროფესიული განათლების მიმართულებით მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მოქალაქის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ახალი პროფესიის დასაუფლებლად პირობების შექმნაზე. ამასთან, პროფესიული განათლების კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ საჭიროებაზე მორგებაზე და დუალურ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გაგრძელებაზე. 

ახლო მომავალში განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაიზრდება გეოგრაფიული დაფარვა.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაიწყება პროფესიული და ზოგადი განათლების სფეროთა ინტეგრირების პროცესი. საბაზო სწავლების დონეზე პროფესიული უნარების განმავითარებელი აქტივობები, ხოლო საშუალო სკოლებში სრულფასოვანი პროფესიული განათლება მოზარდებს დასაქმების სფეროსთან დაახლოებაში დაეხმარება.

განვითარდება პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის კავშირები, დაინერგება წინმსწრები და არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები.

მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ზოგადი განათლების ატესტატი და სურთ პროფესიული განათლების მიღება, სპეციალური პროგრამების დანერგვის შემდეგ, შეეძლებათ სკოლის ატესტატის ეკვივალენტური სერთიფიკატი მიიღონ.

მინისტრის თქმით, დღეს ოჯახების უმეტესობას სურს შვილმა ჩააბაროს უმაღლესში და არა პროფესიულ კოლეჯში. ამიტომ, უნივერსიტეტების ბაზაზე პროფესიული სკოლების გახსნით და უმაღლესი პროფესიული განათლების დამკვიდრებით, ამ პროგრამებში ჩართული სტუდენტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება:

სამინისტრო განსაკუთრებული აქცენტს გააკეთებს ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებაზე. როგორც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ასევე სამინისტრო ახალგაზრდა მეცნიერების წასახალისებლად, დამატებით საგრანტო კონკურსებს დააფინანსებენ.

აქამდე თუ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებში კონკურსები მონაცვლეობით, წლის გამოტოვებით ცხადდებოდა, სამინისტროს ინიციატივით, ამიერიდან ორივე ტიპის კვლევაში კონკურსი ყოველწლიურად გამოცხადდება.

მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია ისეთ პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი 2020“, გაძლიერდება არსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტები და მოხდება კიდევ ახალ პროგრამების მოძიება.

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო სამეცნიერო თანამეგობრობაში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სამეცნიერო დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია, სამინისტრო ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს.

ახალგაზრდული პოლიტიკა:

ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ უმთავრესი აქცენტი არაფორმალური განათლების განვითარებაზე გაკეთდება. ამ მიზნით, სამინისტრო ხელს შეუწყობს ზამთრის და ზაფხულის სამეცნიერო სკოლების საქმიანობას, მეცნიერების პოპულარიზაციასა თუ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში სასწავლო მივლინებებს.

გაიზრდება ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე ხელმისაწვდომობა. გაძლიერდება ინტელექტუალური კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სახელოვნებო და სპორტულ მიმართულებებს.  ამასთან, ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო ბანაკებში წავიდნენ და საქართველოს  ბანაკებშიც ვუმასპინძლოთ უცხოელ მოსწავლეებს, რაც მოზარდების დამეგობრებას და ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მინისტრის თქმით, სამინისტროს სურვილია საქართველოსა თუ უცხოეთში ორგანიზებულ ყველა ბანაკში აფხაზი და ოსი მოზარდებიც აქტიურად ჩაერთონ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ბედნიერი ერი“, ყვარყვარე თუთაბერი“, „გოგჩა“... ეროვნულების პროგრამიდან ამოღებულია

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები ცნობილია - NAEC

ავტორიზაციის დებულებაში ცვლილება შევიდა - ვის ეხება 10-დღიანი ვადა

ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში 


საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

პიროვნება

„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“ 

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა

„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“

„დადებითი ურთიერთობები გავლენას ახდენს ბავშვის ქცევით - ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე“ 
სკოლები

ბავშვები ასევე თავად ჩაერთნენ თათარას მომზადებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში 

„მედიაწიგნიერების კონკურსში“ მონაწილეობისათვის ყველა მოსწავლეს სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცა

პედაგოგებმა თვალსაჩინოებისთვის გამოიყენეს ფოტო-ვიდეომასალა


პროექტი მე-6 კლასელებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება