სიახლეები
სიახლეები

სკოლების ნაწილში დისტანციურად 10 ივნისამდე, ნაწილში 2 ივნისამდე ისწავლიან, დაიხურა ბაღებიც - კორონავირუსის ფაქტები გორში
31-05-2021
-
+


გეგმური ტესტირების ფარგლებში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო, გორის მუნიციპალიტეტის ორ სკოლასა და სამ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის შემთხვევები გორის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში დაფიქსირდა, შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, 10 ივნისამდე დისტანციური სწავლების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღნიშნულის გარდა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2 ივნისამდე დისტანციური სწავლების რეჟიმი მოქმედებს გორის მეშვიდე, სოფელ პატარა მეჯვრისხევისა და კარალეთის N1 საჯარო სკოლებშიც.

კოვიდინფექციის შემთხვევების დადასტურების გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სამ საბავშვო ბაღშიც. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელის ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, გეგმური ტესტირებისას კოვიდ 19 სოფლების - სვენეთის და რეგის და ასევე გორის მე-19 ბაღის თანამშრომლებს დაუდასტურდათ, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის სამივე დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

იხილეთ ასევე: დასრულდება თუ არა სასწავლო წელი სკოლის შენობებში - განათლების სამინისტროს ინფორმაცია მასწავლებლებს და მოსწავლეებს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება