მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასელებმა, პროექტის „ვისწავლოთ სიკეთის კეთება“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ხელმძღვანელი იყო პედაგოგი მარინე ადონია. მისი ორგანიზებით,შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს სრული ანგარიში. ღონისძიება დამაგვირგვნებელი კონცერტით დასრულდა.
„მოსწავლეებმა დაწვრილებით, სახუმარო ელემენტების თანხლებით ისაუბრეს გაწეულ სამუშაოზე, კიდევ ერთხელ დაგვატკბეს მათი შესრულებული - გაყიდული ნახატების თუ ნაკეთობების ფოტოების ხილვით. მადლობა გადაუხადეს სამოქალაქო განათლების მასწავლებელს და პროექტის ხელმძღვანელს მარინე ადონიას და გახსნეს კონცერტი. სიმღერა, ცეკვა, სკეტჩი, სახალისო გამოცანები საოცრად ჰარმონიულად ცვლიდნენ ერთმანეთს. მონაწილეობა მიიღეს არა მარტო მეათე კლასელებმა, არამედ მეცხრე, მეთერთმეტე და მეთორმეტე (კურსდამთავრებულებმა) მოსწავლეთა ნაწილმა და რამდენიმე მასწავლებელმაც.
დასასრულს სკოლის დირექტორმა სიგელები გადასცა პროექტის მონაწილეებს. ხელმძღვანელმა კი სიგელი გადასცა და მადლობა გადაუხადა მეათე კლასელებს მონდომებისთვის და ერთსულოვნებისთვის.
ეს იყო მორიგი ლამაზი დღე სკოლის ცხოვრებაში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ძალა აქვს სიყვარულს, სიკეთეს და ერთად დგომას. მადლობა და წარმატებები ყველა მონაწილეს და პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მარინე ადონიას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია