მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქალბატონი მანანა, რომელსაც შეგიძლია, ანდო სკოლის წარმატება“ - ასე აფასებს ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექცია ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგ მანანა მესხს. მასწავლებელი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გეგმავს გაკვეთილებს და წარმატებული შედეგებიც აქვს.
„ღირსეულ ადამიანია ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი ქალბატონი მანანა მესხი. ფაქიზი გრძნობებით, დახვეწილი, რიდითა და პატივისცემით, მრავალფეროვნებითა და ნაყოფიერებით, უზარმაზარი პასუხისმგებლობით, შინაგანი და პროფესიული კულტურით, შემართებითა და მომთხოვნელობით გამორჩეული. დიდი ცოდნით თავის საქმეში, სასწავლო პროცესში სასარგებლო აქტივობებით, უახლესი და ეფექტური მიდგომების გამოყენებით, წარმატების მაღალი კოეფიციენტით, პროფესიული განვითარებითა და გამოცდილების გაზიარებით.
მოქნილ და ეფექტურ ინსტრუმენტად იქცა კომპლექსური დავალება განმავითარებელი შეფასებისა და სწავლებისთვის პედაგოგის მიერ მე-5ა კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე - თემა „გადაშენებული დინოზავრები“.
საინტერესოდ განხორციელდა კომპლექსური დავალების არსის გაცნობა, სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების დამუშავება. შესრულებული ნაშრომების წარდგენა აუდიტორიის წინაშე. მოსწავლეთა და ჯგუფების მიერ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება. თვალსაზრისების შეჯერება და საკუთარი ორიგინალური გადაწყვეტილების წარმოდგენა. შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ანალიზი, შეფასება ან სხვა. ინტეგრირებულად დამუშავდა სწავლა-სწავლების პროცესში სტანდარტით გათვალისწინებული შედეგები, ცნებები და საკითხები. მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა მასალით (მუყაო, თოკი, მავთული, პლასტელინი და ა.შ ) მომზადდა საინტერესო და მრავალფეროვანი საგაკვეთილო რესურსი. სამარხში აღმოჩენილი დინოზავრების მოდელები. მუშაობის ხარისხი კარგად აისახა შედეგზე.
წარმატებები თქვენ და თქვენს ნიჭიერ მოსწავლეებს, ქალბატონო მანანა!“- წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა