მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის „კალიგრაფიის წრის“ წევრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივ პროექტ- კონკურსში - „ქართული კალიგრაფია 2021“ მონაწილეობდნენ.
კონკურსის თემა იყო - „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე“.
„კონკურსი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა წრის წევრებისთვის. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მათ შორის არიან ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები: მეხუთეკლასელი ლიზი ჭანტურია, მეექვსეკლასელი დიტო აბრალავა, კალიგრაფიის წრის ხელმძღვანელი მთვარისა ფიფია.
2021 წლის 30 მაისს ქალაქ ზუგდიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა გამარჯვებულები. ეწერის საჯარო სკოლა მადლობას უხდის კონკურსის ორგანიზატორებს ასეთი ეროვნული დატვირთვის კონკურსის ორგანიზებისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია