მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლაში პირველი ბოლო ზარი ჩატარდა. საშუალო საფეხური ქართულ ენაზე წელს პირველად დაასრულა სამმა მოსწავლემ დაასრულა. კლასის ხელმძღვანელი და ქართული, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლუბა დოლიძე ამაყობს კურსდამთავრებულებით.
ქართულ სექტორი ჭაპალის საჯარო სკოლაში 2011 წელს, დირექტორ ნანა ოდიშელიძის ინიციატივით შეიქმნა.
„განსაკუთრებული ბოლო ზარი დაირეკა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლაში. აქ საშუალო საფეხური ქართულ ენაზე წელს პირველად დაასრულა სამმა ახალგაზრდამ. ისინი სწავლას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ.
კლასის ხელმძღვანელი და ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლუბა დოლიძე ამაყობს კურსდამთავრებულებით. იგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის მონაწილეა და 8 წელია ასწავლის ამ სკოლაში. მისი და პროექტის მონაწილე მეორე მასწავლებლის, მიხეილ ცინცაძის დაუღალავი შრომის შედეგია, რომ ადგილობრივ არაქართულ თემში ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ქართული ენისადმი. ქართული სექტორის მოსწავლეებმა არაერთხელ ისახელეს თავი სატელევიზიო კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტში. მართალია, ქართულ სექტორზე ახლა სულ 10 კლასი და 25 მოსწავლეა. მაგრამ პირველ კლასში უკვე დარეგისტრირდა 5 მოსწავლე.
საზეიმო განწყობა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიწყო ქართული ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ. მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა და საგნის მასწავლებლებმა, სკოლის დირექტორმა.
მასწავლებლის როლის პირნათლად შესრულებისათვის სერტიფიკატები გადეცათ ისტორიის, ქართულის, მათემატიკის, ინგლისურის მასწავლებლებს: დარეჯან უგრეხელიძეს, ლუბა დოლიძეს, ნინო ჭურღულიას, ნინო მეტივიშვილს, მიხეილ ცინცაძეს.
ქართულ სექტორს ჭაპალის საჯარო სკოლაში საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს, დირექტორ ქ–ნ ნანა ოდიშელიძის ინიციატივით, რომელიც ახლა კაზრეთის მე–2 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს. იგი დისტანციურად მიესალმა ყოფილ მოსწავლეებს და მიულოცა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი.
ზეიმის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ბავშვობის საყვარელ ადგილებს დაემშვიდობნენ“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია