მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N192 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს.
დავალების თემა იყო - „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!“
მოსწავლეებმა ეროვნული სამოსი მოირგეს და საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია წარმოადგინეს.
ღონისძიებას მთავარ თემად გასდევდა ოთარ ჭილაძის ლექსი:
გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!
და თუ არ გახსოვს,
თუ ვეღარ ამჩნევ მამის ნამყენს და დედის ნაქსოვს,
თუ დაგავიწყდა იმ ჩუქურთმის, იმ ხატის ფასი,
თუ გააჩუქე წმინდანების ფლოსტიც და ფლასიც
რიღასთვის იხვეჭ მოსაღვეწელს, რიღასთვის ზრუნავ,
ან ოქრო ვერცხლით ვისთვის ივსებ ბუდეს და ბუნაგს,
ან რატომ უქშევ შენს ვენახში ჩაფრენილ ჩიტებს,
ანდა "სამოთხის გასაღები" და "სულის კლიტე"
რაღად გჭირდება!
ცეცხლს მიეცი, წყალს გაატანე,
რომ ბედნიერი იყო მარად, როგორც ტანტალე.
ოთარ ჭილაძე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია