მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლაში „ტექნოლოგიების კლუბმა“ დაიწყო მუშაობა. კლუბი მომავლის პროფესიებისთვის ამზადებს მომავალ თაობას
„ტექნოლოგიების კლუბში“ მოსწავლეები დაეუფლებიან პროგრამირების საფუძვლებს, და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პროგრამული ენის Pyhton- ის გამოყენებას, მის ძირითად ბრძანებებს და შექმნიან ავთენტურ პროექტებს.
„ჩვენი სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება!
კიდევ ერთი საოცარი შესაძლებლობა ჩვენს მოსწავლეებს!
კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის!
სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო „ტექნოლოგიების კლუბმა“, რომელიც მომავლის პროფესიებისთვის ამზადებს მომავალ თაობას.
ჩვენი სკოლა მოხვდა პირველ ნაკადში, ანუ საუკეთესო 25 სკოლას შორის, რომლებიც პირველივე წლიდან ჩაერთვებიან პროექტში.
პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.
პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში - სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
კლუბის მენტორმა, გიორგი ჩაჩუამ უკვე ჩაატარა პირველი შეხვედრა, სადაც მოსწავლეებს გააცნო კლუბის მიზნები, განსახილველი საკითხები და სამომავლო გეგმები.
„ტექნოლოგიების კლუბში“ მოსწავლეები დაეუფლებიან პროგრამირების საფუძვლებს, და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პროგრამული ენის Pyhton- ის გამოყენებას, მის ძირითად ბრძანებებს და შექმნიან ავთენტურ პროექტებს.
მომავალი წლიდან შესაძლებელი იქნება „ტექნოლოგიების კლუბში“ სხვა მოთხოვნადი მიმართულებების შესწავლა, როგორიცაა ვებ-დეველოპმენტი, კომპიუტერული გრაფიკა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ა.შ“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია