მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.
სკოლაში სწავლა XII კლასელებმა 20 მაისს დაასრულეს. კლასში სულ 9 მოსწავლე იყო. ამათგან ორმა მოსწავლემ - მარიამ ბალახაშვილმა და ინა მერაბიშვილმა სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა, ხოლო ერთმა - მარიამ მერაბიშვილმა ვერცხლის მედალზე.
„პანდემიიდან გამომდინარე მოსწავლეები შემოიფარგლნენ პატარა ღონისძიებით, რომელიც სკოლაში ჩატარდა, „ბოლო ზარს“ ესწრებოდა მხოლოდ სკოლის პერსონალი: დირექცია, მასწავლებლები დ მოსწავლეები.
მოსწავლეები დაემშვიდობნენ სკოლას, მასწავლებლებს, გადაიღეს სურათები და დარეკეს „ბოლო ზარი“.
უდის N2 საჯარო სკოლა წარმატებასა და ნათელ მომავალს უსურვებს მათ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს