მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.
კურსდამთავრებულებისთვის ბოლო ზარი დაირეკა ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში და ბავშვები დიდი სიყვარულით გააცილეს ცხოვრების ახალ ეტაპზე; ჩვენ კი გთავაზობთ მათი დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ქეთევან ურუშაძის ემოციურ მიმართვას:
„აი იადან დავიწყეთ წერა, კითხვა და ფიქრი"...
ჩემო მეთორმეტეკლასელებო! გამორჩეულებო შესაძლებლობებით, ნიჭით, განათლებით, აზროვნებითა და რაც მთავარია, სიყვარულით! ბედნიერი ვარ, რომ თქვენი, საოცარი ბავშვების მასწავლებლობა მარგუნა ღმერთმა. გილოცავთ, ცხოვრების ახალი დიდი გზის დასაწყისს! დაე, ეს გზა თქვენთვის ყოფილიყოს საინტერესო, ფერადი, წარმატებებისა და ბედნიერების მომტანი. მთავარი საგზალი ამ გზაზე სიყვარულია და კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ ამ სიყვარულით განაგრძობთ წინსვლას. ნუ შეგაშინებთ სირთულეები,რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ. გახსოვდეთ: ესაა დაბრკოლებები, რომელიც შრომისმოყვარეობითა და მონდომებით უნდა გადალახოთ.მჯერა, თქვენ ამას შეძლებთ და იქნებით ჩემი, მშობლების, N1 საჯარო სკოლისა და ქვეყნის საამაყო ადამიანები. მიყვარხართ, გეფერებით და გლოცავთ!
თქვენი ქეთინო მასწავლებელი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა