მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად იქნა ცნობილი, დაინიშნა უზენაესი საბჭოს არჩევნები, 1991 წლის 31 მარტს კი ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი და 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ჭვინთის საჯარო სკოლაში ჩატარდა 26 მაისისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-8-11 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოხსენება - 26 მაისის მნიშვნელობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში - გააკეთა ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ. დისკუსიაში კი მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე, ისტორიის მასწავლებელი ლალი იველაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ჩინჩალაძე, მე-10 კლასის მოსწავლე ანა გოგოლაური.
კონფერენცია იყო მრავალფეროვანი ინფორმაციით დატვირთულლი, რამაც დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით გაესვა ხაზი მეფის რუსეთისა და ბოლშევიკური რუსეთისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის ერთნაირად მიუღებლობას და იმ საფრთეხეებს, რასაც დღესაც უქმნის რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა