მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მწერალ თამარ გეგეშიძეს თიმსის პლატფორმაზე შეხვდნენ. მათ მწერალს თავიანთი ნამუშევრები წარუდგინეს, გაესაუბრნენ და შეკითხვა დაუსვეს. პედაგოგი გვიამბობს:
„ზოგჯერ ძალიან ბევრი გინდა თქვა, ძალიან ბევრი დაწერო, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო, სათქმელი როგორ ამოწურო...
თებერვლიდან მე და ჩემმა მეხუთეკლასელებმა თანამედროვე ცნობილი ქართველი მწერლის, თამარ გეგეშიძის, სული-ჩიტის წაკითხვა-დამუშავება დავიწყეთ. არავითარი იძულება, არავითარი კარცერ-ლუქსი, უბრალოდ, ყოველ სამშაბათს, გაკვეთილების შემდეგ, სკოლაში ვრჩებოდით და ერთად ვკითხულობდით, ვინიშნავდით, ვხაზავდით, ვწერდით, ვმსჯელობდით... ბოლო ფურცელი რომ დავასრულეთ, მოსწავლეები არ ინძრეოდნენ, შინ წასვლა აღარ უნდოდათ, მე კი ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ეს ბედნიერების ცრემლები იყო: საქართველოს მრვალსაუკუნოვან ლიტერატურას ღირსეული თანამედროვე ქართველი მწერლები რომ ჰყავს და ჩემი მეხუთეკლასელები გემოვნებიან მკითხველებად რომ იზრდებიან.
წიგნზე მუშაობისას ამოვიწერეთ ფრაზეოლოგიზმები და შესატყვისები მოვუძებნეთ, ვითავისებდით მნიშვნელოვან ამონარიდებს, დავიწყეთ დღიურის წერა, დავწერეთ თემები: „სკოლა ჩვენი სამსახურია", „ყველა კაცს უნდა ჰქონდეს თავისი საიდუმლო“.
„ძალიან ძნელია უთხრა დედას, რომ გიყვარს, მან ხომ ისედაც იცის... დედასთვის კი ყველაზე მარტივია!"- ამ ციტირების წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა, ნახატებით, „დაშიფრულიკოდებით", ვარდისფურცლებითა და წითელი გულებით აუხსნეს სიყვარული დედიკოებს. სხვადასხვა მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეები ფანტაზიას იშველიებდნენ და მარჯვე ხელებით გვიხატავდნენ სცენებს. დავამუშავეთ ლექსიკური ერთეულები. აქტივობას კი ასე ვუწოდეთ: „სიტყვები— თანამედროვე ეპოქის გამოძახილი". შემგედ იყო ერთ წინადადებაში ჩატეული ემოციები: „ბედნიერი ვარ, ეს წიგნი რომ წავიკითხე", „ამ წიგნით ვისწავლე მეგობრობა და თანატოლის პატივისცემა", „მეც მინდა მასწავლებლობა", „ჩემი ქართულის პედაგოგი ჰგავს მარიკა მასწავლებელს“, „ყველა ბავშვი ერთნაირია“, „მეც მომანდომეთ წერა“, „ბედნიერივარ „სული-ჩიტის“ წაკითხვით“... მუშაობის პროცესში ინტერესს აორმაგებდა მწერალთან შეხვედრის მოლოდინი.
დღეს კი დადგა ნანატრი ორშაბათი და ჩვენს საგაკვეთილო პროცესს დაესწრო მწერალი თამარ გეგეშიძე. მთავარი ხომ მონდომებაა, ხოდა პანდემია და სიშორე რა მოსატანია, თიმსის პლატფორმა ბევრ საკითხს გვიმარტივებს. მოსწავლეებმა მწერალს თავიანთი ნამუშევრები წარუდგინეს, გაესაუბრნენ, თითოეულმა მოსწავლემ საოცნებო მწერალს შეკითხვა დაუსვა. მივიღეთ ამომწურავი პასუხები, რჩევები და დავსახეთ სამომავლო გეგმები.
დიდი მადლობა ქალბატონ თამარ გეგეშიძეს, საინტერესო შემოქმედებით, ასე რომ გვიფერადებს ცხოვრებას და მუდამ მკითხველის გვერდით რომაა!“
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა