სიახლეები
სიახლეები

პედაგოგები დაწერილ დაბალ შეფასებას ელექტრონულ ჟურნალს აბრალებენ - უნდა განუმარტოს თუ არა ნიშანი მასწავლებელმა ბავშვს?
01-06-2021
-
+


საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა კოვიდპანდემიამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა; ახალმა რეალობამ თანამედროვ ტექნოლოგიების ფლობის უნარების აუცილებლობა მწვავედ წამოჭრა და არც ელექტრონული ჟურნალის დამკვიდრება აღმოჩნდა მარტივი. იყო გაუგებრობა, სისტემის გაუმართაობა, ახალი უნარების დასწავლის საჭიროება... თუმცა დღეს სულ სხვა საკითხზე გვსურს ყურადღების გამახვილება. etaloni.ge-ს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მიმართა, საკმაოდ ვრცელი წერილით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„იმ მშობლების რიცხვს არ მივეკუთვნები, სკოლაში 24 საათი რომ სხედან, შვილის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ და მასწავლებლისადმი დაუსრულებლად გამოთქვამენ პრეტენზიებს, თუმცა ერთმა ფაქტმა არცთუ სასიამოვნოდ გამაოცა და მის შესახებ ახლავე გიამბობთ:

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ბავშვებს უნდა დაეწერათ „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი პერსონაჟის დღიური, განცდებით, მოვლენების ქრონოლოგიით და რა თქმა უნდა საკვანძო პერიპეტიებით... ჰოდა, ჩემმა შვილმაც დაწერა... სიმართლე გითხრათ, ასეთი მონდომებით არასოდეს უმუშავია - ხელით წერდა („ვეფხისტყაოსანი“ რომ იწერებოდა,მაშინ კომპიუტერები არ იყოო, - მითხრა), შეცდომებს ასწორებდა, კითხულობდა, რაც არ მოსწონდა ცვლიდა და ბოლოს „გადაათეთრა“ კიდეც - აბა, მასწავლებელს გადაჯღაბნილ დავალებას ხომ არ ჩააბარებდა... ელოდა უმაღლეს შეფასებას და სიმართლე გითხრათ, იმსახურებდა კიდეც, რადგან როდესაც წავიკითხე, ორი-სამი შენიშვნა მქონდა მხოლოდ, ისიც უმნიშვნელო.

გასაგებია, რომ ყველა დედას შვილი ვუნდერკინდი ჰგონია, მაგრამ მერწმუნეთ, არც ობიექტურობის დეფიციტს ვუჩივი და არც ზედმეტად ლოიალური ვარ - ბავშვი ნამდვილად იმსახურებდა უმაღლეს შეფასებას, მაგრამ ჰოი, საოცრებავ - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მოკრძალებული 8-იანით შემოიფარგლა.

ამას მოჰყვა ბავშვის პროტესტი, რამდენიმე დღე ქართულის წიგნისკენ გახედვაც არ უნდოდა, შემდეგ კი მოიკრიბა გამბედაობა, მასწავლებელს პირდაპირ მიახალა - ნიშანი დამაკელით, მე 10-ანი მეკუთვნოდაო და მეტი თვალსაჩინოებისთვის, საკუთარი ხელით შექმნილი დღიური, რომელიც ტელეფონში ფოტოებად შეენახა, თვალწინ აუფრიალა.

მასწავლებელი ცოტა დაიბნა, კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი კომპლექსურ დავალებას და რომ ვეღარაფერი მოიმიზეზა, უპასუხა - როგორც ჩანს, ელექტრონულმა ჟურნალმა თვითონ გამოთვალა ასე და ამიტომ დაგაკლდა ქულაო.

შესაძლოა, ბავშვისთვის ეს პასუხი მისაღებიც იყოს, მაგრამ ჩემთვის, როგორ მშობლის და ასევე, ამ საკითხში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანისთვის ეს განმარტება, ცოტა არ იყოს, ღიმილისმომგვრელია.

სხვათა შორის, რომ გავიკითხე, მსგავსი არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, და არა მხოლოდ კონკრეტულ სკოლაში - მასწავლებლები დაბალი ნიშნების მიზეზად ელექტრონული ჟურნალის გაუმართაობას ასახელებენ.

ელჟურნალის გაუმართაობა კი უდავოდ უსუსური არგუმენტია და გარდა ამისა, ბავშვების მოტივაციაზეც, ალბათ ბევრი გსმენიათ, ძვირფასო მასწავლებლებო“.

არადა, წესით, პედაგოგი ვალდებულია, მოსწავლეს ან მშობელს აუხსნას დაბალი შეფასების მიზეზი და ამ საკითხს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესახებ დოკუმეტიც არეგულირებს: 

„მოსწავლეთა შეფასება მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები:
ა) მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება;
ბ) სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება;
გ) ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება;
დ) მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით;
ე) მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“

15 იანვარს კი თორიის საჯარო სკოლის კედლები კვლავ აივსება მოსწავლეთა ჟრიამულით

„მადლობა მუზეუმის თანამშრომლებს გულთბილი მიღებისათვის“

ვაჭევის საჯარო სკოლის წარმომადგენლები დიდი სიხარულით შეეგებნენ ახალ, 2025 წელს
საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება