სიახლეები
სიახლეები

თამარ გაბუნიას განმარტება, 12-დან 16 წლამდე მოზარდების COVID-19-ზე აცრის შესახებ - „მოგვმართავენ მშობლები“
02-06-2021
-
+


ჩვენ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს COVID-19-ზე ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი იქნება შესაბამისი დასკვნები და საკმარისი მტკიცებულებები ბავშვების ვაქცინაციის შესახებ, საქართველოში ამ ჯგუფის აცრა დაიწყება.

„კარგია, რომ ჩვენ გვექნება ხელმისაწვდომობა „ფაიზერის“ ვაქცინაზე მალევე და შესაძლებელია მივმართოთ ამ ასაკობრივი ჯგუფისკენ. 12-დან 16-წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზეა დღეს საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აქტიურად იყენებენ „ფაიზერის“ ვაქცინას და „მოდერნას“. ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ ატარებს კვლევას ბავშვთა კონტინგენტზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში.

გაბუნიას განცხადებით COVID19-ზე ბავშვთა ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მშობლები ხშირად მიმართავენ.

„მოგვმართავენ განსაკუთრებით მოზარდების მშობლები, ვინც საზღვარგარეთ გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ინტერესი მაღალია და ჯანმრთელობის რისკებიც არის ამ ასაკობრივ ჯგუფში“, - აღნიშნა გაბუნიამ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა  წერილები მიწერეს დედამიწას, სადაც გულწრფელად და ემოციურად გამოხატეს თავიანთი წუხილი პლანეტის მდგომარეობაზე

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეები თამაშების დახმარებით პროგრამირების საწყისებს სწავლობენ

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა აბინძურებს დედამიწას და რა ევალება თითოეულ ადამიანს მის გადასარჩენად

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება