სიახლეები
სკოლები

შრომის საჯარო სკოლაში ქვეყნისა და სკოლისთვის მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
02-06-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ ქვეყნისა და სკოლისთვის მნიშვნელოვან თარიღებს. 

20 მაისს დიდი სიყვარულით გააცილეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები სკოლიდან. კურსდამთრავრებულებს კლასის ხელმძღვანელმა ნინო კაკიაშვილმა მიმართა.

„ჩემო საყვარელო 12 კლასელებო: თითქოს ახლა დაირეკა თქვენთვის პირველი ზარი, პირველ კლასში, მაგრამ დრო სწრაფად გარბის, სწრაფად გაიარა თორმეტმა წელმა და ბოლო ზარმაც დაიწკრიალა.

თქვენ ტოვებთ სკოლას და იწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალი ცოდნის შეძენას. მჯერა თქვენს გულში მუდამ იქნება სკოლაში გატარებული ბავშვობის საუკეთესო წლები.

ცხოვრებაში ზოგჯერ სირთულეები შეგხვდებათ, მაგრამ იმედი მაქვს, ყველა სირთულეს გადალახავთ. ახლა უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება თქვენი მომავალი. მე კი მინდა გისურვოთ, თქვენი მიზნების ასრულება, ბედნიერება და ნათელი გამარჯვებებით სავსე ცხოვრება“, - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი ნინო კაკიაშვილი.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლაში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებაც გამართა. მოსწავლეებმა მრავალფეროვან აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გაიაზრეს საქართველოს უახლესი წარსულის და მომხდარი ფაქტების მნიშნელობა და პატივი მიაგეს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება