„ბავშვებთან ერთად ჩვენც ვიზეიმეთ, მოვხატეთ ეზო და უამრავი მზეები ავანთეთ“- ჩაქვის N1 სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
02-06-2021
დაკოპირებულია
-
+
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ და გაეცნენ დღის დაარსების ისტორიას. ამასთან, სკოლის მიმდებარე ეზო ფერადი ცარცით მოხატეს.
„ბავშვებთან ერთად ჩვენც ვიზეიმეთ, მოვხატეთ ეზო და უამრავი მზეები ავანთეთ, სიხარული ყველას უნდა“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.