მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ეს დღე იყო ემოციებით დატვირთული.
კურსდამთავრებულებს ბოლო გზა დაულოცა სკოლის დირექტორმა დოდო ცქვიტაიამ და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ.
მოსწავლეების გამოსვლაში ჩანდა დიდი სიყვარული სკოლისადმი. მათ მადლობა გადაუხადეს სკოლის პედკოლექტივს.
მოსწავლეები კიდევ ერთხელ დალოცა კლასის ხელმძღვანელმა და წარმატებები უსურვა მათ. აღსანიშნავი იყო კლასის ხელმძღვანლის „სიურპრიზიც“, რომელსაც გულის ფორმის ბარათი (დამრიგებლის გულის სიმბოლო) ამშვენებდა. მან მოსწავლეებს მიძღვნილი საჩუქრით ბოლო დავალება მისცა, რომ ბლოკნოტში განვლილი წლების საინტერესო ეპიზოდები გაიხსენონ და ჩაწერონ.
ზეიმი ფეირვერკებით, ფერადი კვამლებითა და მოსწავლეების მიერ შესრულებული სასკოლო ჰიმნით დამთავრდა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, ემოციებით დატვირთულ დღეს, ეს დღე სიხარულთან ერთად სევდიანიცაა, 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ვეთხოვებით ერთმანეთს.
ჩემთვის? ჩემთვის ეს დღე არის აღტაცების, სინანულის და შიშის, იმ შიშის, როდესაც პირველად შეგხვდით პატარებს, მიამიტებს, ჩავკიდეთ ხელი და ღმერთს ვთხოვე, ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გავიყვანო ეს პატარები ცხოვრების სარბიელზე, ასე ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ რვა წელი ერთად... მადლობა ღმერთს ამისთვის და აი, დღეს ვღელავ... ვღელავ... რომ გიყურებთ ასეთ დიდებს, ლამაზებს, ჭკვიანებს...
რვა წელი, არა მარტო კლასის ხელმძღვანელი, არამედ ვიყავი კლასში თქვენი რეჟისორიც, სცენარისტიც, ცეკვის მასწავლებელიც კი... ყოველ ნაბიჯს თქვენსას თქვენთან ერთად განვიცდიდი, მიხაროდა თქვენთან ერთად და მტკიოდა თქვენი სატკივარი.
დღეს ყველაფერი ეს დასრულდა, თუმცა თქვენ სულ ჩვენთან ერთად იქნებით, თქვენ ხომ ჩვენი მომავალი ხართ, ის ადამიანები, რომლებსაც უნდა მართოთ ჩვენი ქვეყანა, მინდა კიდევ ერთხელ დაგმოძღვროთ და გითხრათ, რასაც არ უნდა მიაღწიოთ პირველ რიგში იყავით ადამიანები. არ დაივიწყოთ, ვაჟამ კლდეს მხოლოდ ერთხელ ათქმევინა: „ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი“.
და ბოლოს, მე მინდა ვთხოვო ღმერთს, ღმერთო, დაიფარე ჩემი ყველა აღზრდილი განსაცდელისაგან, ის ვინც ხორცით ჩემი არ არის, მაგრამ სულის ნაწილად იქცა, ღმერთო მიეცი ძალა აკეთონ სიკეთე და გაუნათე გზა მომავლისკენ! კიდევ ერთხელ გილოცავთ! გზა მშვიდობისა!“, - ასე მიმართა კლასის ხელმძღვანელმა მარინა დგებუაძემ კურსდამთავრებულებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა