მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის გარდა, გასვლითი აქტივობებითაც ხშირად ანებივრებს. ამ მხრივ გამორჩეული იყო 1 ივნისი.
„აღმოაჩინე აფხაზეთი“ - აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, 1 ივნისს, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში პირველი ლექცია ჩატარდა. ლექციას ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია გაუძღვა.
აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები პროექტში სიხარულით ჩაერთნენ. მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებებითა და ემოციით დატვირთულები დაბრუნდნენ ლექციიდან.
„მადლობას ვუხდით ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ასეთი კარგი, დროული და საჭირო პროექტის განხორციელებისათვის“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა