მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ თითოეულ ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეს ულოცავს და ლაღ, ბენიერ, უღრუბლო ცხოვრებას უსურვებს. 1 ივნისი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ეს დღე სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
„1 ივნისი, ზაფხულის პირველი დღე, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი და ხალისიანია, რადგან აღინიშნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ (დირქეტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის 108) გუნდი, დირექტორის, ქალბატონ ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით, ქმნის მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილ, ოჯახურ გარემოს, სადაც ყოველი დღე ზეიმია, ყოველი დილა ხალისიანი განწყობის შექმნით იწყება. აღსაზრდელები აქტიურად არიან ჩრთულნი სხვადასხვა აქტივობებში და საზეიმო განწყობასაც ამ აქტივობებით იქმნიან.
ბავშვები - მშვიდობა და სიყვარულია, ყველაზე ძვირფასი საგანძურია, რაც გაგვაჩნია. ხვალინდელი წარმატებული საქართველოს საწინდარი.
სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ მსოფლიოს ბავშვებს ულოცავს 1 ივნისს და უსურვებს ლაღ, ბენიერ, უღრუბლო ცხოვრებას!!!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა