სიახლეები
სამასწავლებლო

„პედაგოგს თავისი საგნის ჩაბარება მინიმალურ ქულაზე მაინც უნდა შეეძლოს“ - ნათელა აზირაშვილი, ვალის N4 საჯარო სკოლის დირექტორი
02-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება და განვლილი გზის გაანალიზების, გაკეთებული საქმეების შეჯამების და სამომავლო მიზნების დასახვის დრო დადგა. რა გამოწვევები ჰქონდა სკოლას? როგორ მოახერხეს მოსწავლეთა მოტივაციისა და მშობელთა ჩართულობის გაზრდა და რა რჩევებს აძლევს მასწავლებელთა გამოცდებზე გამსვლელ პედაგოგებს? - ამ კითხვებზე პასუხებს ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N4 საჯარო სკოლის დირექტორის, ნათელა აზირაშვილის ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- 2020-2021 სასწავლო წელს დიდი გამოწვევების წინაშე დადგა განათლების სისტემა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო სკოლებს არაერთხელ მოუწიათ სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გადატანა.ამის მიუხედავად, განვლილი სასწავლო წელი მაინც ნაყოფიერი და აქტივობებით დატვირთული იყო. სკოლის ორმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მიიღო, დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება, საკლასო პროექტები.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მშობლის თანადგომის გარეშე მასწავლებელს გაუჭირდება მაღალი შედეგების მიღწევა. პანდემიის პირობებში კი მშობელთა აქტიურობა აშკარად გაიზარდა, რადგან სწავლის ხარისხზე პასუხისმგებლობა მშობლებზეც გადანაწილდა. მათ რამდენიმე როლი დაეკისრათ, მათ შორის ტექნიკის გამართულობა, მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა, რაც დაბალი ეკონომიკური შეძლების ოჯახებისთვის პრობლემა გახდა, მაგრამ ამ დროს ჩაერთო სკოლა და კლასის დამრიგებლებისა და სკოლის დირექციის მხარდაჭერით ეს პრობლემა დაძლეულ იქნა.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- ყველა პედაგოგს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ვუსურვებ. ვთვლი, რომ პედაგოგს თავისი საგნის ჩაბარება მინიმალურ ქულაზე მაინც უნდა შეეძლოს, პროფესიული კომპეტენცია კი აუცილებელია მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის. პედაგოგებს ვურჩევ, რომ მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე და აუცილებლად მიაღწევენ მიზანს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში პროფესიული კოლეჯების როლი გააქტიურდა. ამან ახალგაზრდების არჩევანზეც იმოქმედა და ჩვენ მოსწავლეთა უმრავლესობას სწორედ პროფესიულ კოლეჯებში სურთ სწავლის გაგრძელება.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი სსასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- სკოლაში შესვლის ასაკი, ვთვლი, რომ არ  უნდა იყოს 6 წელზე ნაკლები, თუმცა გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება, როცა ბავშვს ახალ კალენდარულ წლამდე უსრულდება 6 წელი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება