TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 14 წლის ბავშვი სასამართლოში უჩივის - რას ედავება მოზარდი უწყებას?
02-06-2021
-
+


სამოქალაქო უფლებების დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 14 წლის მოზარდი უჩივის და უწყების მიმართ შეტანილ საჩივარზე სასამართლო პროცესი იმართება. მიზეზი განათლების სამინისტროს მიერ მის მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციული მიდგომაა. 

„14 წლის ბავშვი სასამართლოში უჩივის განათლების სამინისტროს. საქმე არის შემდეგში: პანდემიამდე განათლების სამინისტრომ რეგიონის ერთ-ერთ სკოლაში დაიწყო რემონტი. დროებით, ბავშვები სხვა შენობაში გადაიყვანა. ბავშვებს დაუქირავა ტრანსპორტი, მაგრამ, დაავიწყდა შშმ ბავშვი და ეს ბავშვი გამოკეტა 1 წელი სახლში.

ახლა, როდესაც განათლების სამინისტროს იურისტები ჩადიან ამ რაიონში სასამართლო პროცესზე, სასამართლოს სთხოვენ, თავის მგზავრობის და სამივლინებო თანხა დააკისრონ შშმ ბავშვს.

დისკრიმინაცია ხომ მოხდა და 15 ლარის და საწვავის ფულის ბავშვისთვის მოთხოვნა არის გაუგონრად ცინიკური მიდგომა.

სასამართლო პროცესზე შევდივარ ახლა და ვეცდები რომ მარტო ამ ბავშვს კი არა, არცერთ ბავშვს არ მოექცეს ასე სახელმწიფო უწყება“, - წერს არგანაშვილი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება