მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ, რეგულაციათა დაცვით, აღინიშნა. მასწავლებლებმა, ლალი იმნაიშვილის თაოსნობით, ბედნიერი დღე აჩუქეს მოსწავლეებს.
„ძვირფასო ბავშვებო, ჩვენ გულითადად გილოცავთ ყველაზე მხიარულ, ნათელ - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
„ბავშვები ჩვენი იმედების განსახიერებაა,“ თქვენში ჩვენ ვხედავთ მომავალს და მხოლოდ თქვენი დახმარებით შეგვიძლია შევქმნათ ჰუმანური, სამართლიანი და წარმატებული საზოგადოება. ჩვენ, მასწავლებლები, თქვენ წინაშე აღებული პასუხისმგებლობით ვცდილობთ, შეგიქმნათ უსაფრთხო და თბილი გარემო, რაც მთავარია, მოგცეთ განათლება, რადგან თქვენ ხართ მომავალი, ხვალინდელი დღის მოქალაქეები და მხოლოდ სწორი განათლების საშუალებით შეიძლება უკეთესი ქვეყნის, სამყაროს შექმნა!
თქვენს სახეზე შემჩნეული ყოველი პატარა ღიმილიც კი, ჩვენს გულებში აღძრავს უსაზღვრო სიხარულს. ამ დღის მთელი ხიბლი და სიხარული თქვენთვისაა - გილოცავთ, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს!
ყველა პატარას ვუსურვებთ: უსაფრთხო, ჯანსაღ და ბედნიერ სამყაროში ცხოვრებას - ეს თქვენი უფლებაა!“- წერია ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა