სიახლეები
ეტალონი

„დიდი მადლობა ასეთი დღესასწაულისთვის, რომელიც ჩვენთვის, იზრუნელებისთვის მოაწყვეთ“ - სუპერ-ოჯახების კონკურსი გრძელდება
03-06-2021
-
+


ჩვენი პროექტის პრინციპი არის ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება. Izrune.ge კი წარმატებების გარანტიაა. საქართველოს SUPER ოჯახები - ერთ-ერთი წარმატებული გადაცემა-თამაში გრძელდება, რომელიც ყველა ასაკის ბავშვს აერთიანებს, მშობლებს აახლოებს და ოჯახური წარმატებით ტკბობის საშუალებასაც აძლევს.

საქართველოს SUPER ოჯახები - უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge- მაღალი ტექნოლოგიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, ათასობით ოჯახი გააერთიანა და საქართველოს საზღვრებსაც კარგა ხანია გასცდა.

გადაცემის წამყვანი, პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი გახლავთ, რომელმაც მე-5 გადაცემის დაწყებისთანავე დააანონსა, რომ იქნებოდა სიხარული, ჟრიამული და ერთად ყოფნის ბედნიერებით გამოწვეული მხოლოდ დადებითი ემოციები.

რაც შეეხება კითხვებს, როგორც გოჩა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, ისინი უნიკალურია იმ მხრივ, რომ ოჯახის ყველა თაობაზეა მორგებული - „თითოეულ მონაწილეს საკუთარი ოჯახური ტაქტიკა აქვს შემუშავებული, ინტელექტუალურ თამაშს კი საქართველოში ანალოგი არ გააჩნია“.

სანამ ტესტები ჩაეშვებოდა და სუპერებს შორის სუპერ-ოჯახებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცემოდათ, გოჩა ტყეშელაშვილმა წარადგინა პირველკლასელთა მოსამზადებელი საზაფხულო წიგნი-რვეული, რომელიც ბავშვებს, სანამ სკოლის ზღურბლს გადააბიჯებენ, დაეხმარება, ცხოვრების ახალ,  უმნიშვნელოვანეს ეტაპს - სკოლის დაწყებას, მომზადებულები შეხვდნენ.

გოჩა ტყეშელაშვილმა izrune.ge-ს მომზადების უნიკალურ მეთოდზეც ისაუბრა და ისიც დასძინა, რომ  SUPER-ოჯახების  მე-5 კონკურსი განსაკუთრებულია - „მინდა, ოჯახებმა შეიგრძნონ და დაინახონ, როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს ქართული ლექსები; აღიარეთ თქვენი შვილი მოაზროვნედ; მოეპყარით, როგორ თანასწორს; შეხედეთ მას, როგორც ქვეყნის, სამყაროს მომავალს. შეარჩიეთ მრავალფეროვანი ლექსები და შინაარსი აუხსენით. თავადაც გახდით ამ პროცესის თანამონაწილე, შეაჩვიეთ სითამამეს და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების“.

გოჩა ტყეშელაშვილმა სტუდიაში თანაწამყვანად მოიწვია მანანა ღოღობერიძე, „ეტალონის“ პროექტების გენერალური მენეჯერი, რომელმაც „პირველკლასელთა აკადემიის“ შესახებ დეტალურად ისაუბრა და ისიც დასძინა, რომ სახელმძღვანელოს შეძენის შემთხვევაში, ოჯახი საჩუქრად მიიღებს izrune.ge-ს ორთვიან VIP-აბონემენტს და როგორც კი ბავშვი სკოლაში შეაბიჯებს, ეს პაკეტი მაშინვე გააქტიურდება.  

„ჩვენი ოჯახისა და გოჩას საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის დიდხნიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, ბავშვის წარმატება არ მიიღწევა ოჯახის ჩართულობის გარეშე; „პირველკლასელთა აკადემია“ კი აძლევს მშობლებს საშუალებას, შინაარსიანად გაატარონ ზაფხული და მოამზადონ ბავშვები პირველი კლასისთვის; ესაა შესწავლის ონოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული სახელმძღვანელო და ბავშვის განვითარების ხვალინდელი დღე.

„პირველკლასელთა აკადემია მოიცავს მედიაკომპონენტებსაც, ახლავს ვიდეოგაკვეთილები, რომელიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, ბავშვს დაეხმარება დასწავლილის განმტკიცებაში. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვი სწავლობს: ანბანს, წერას და ვიდეოგაკვეთილების დახმარებით, ეს იძლევა საოცარ შედეგს. აქ არის ყველაფერი, რაც ბავშვს სჭირდება იმისთვის, პირველ კლასში იყოს მომზადებული და ხალისიანი; რაც მთავარია, წიგნს საჩუქრად მოჰყვება izrune.ge-ს VIP- აბონემენტი“, - განაცხადა მანანა ღოღობერიძემ.

გადაცემის მიმდინარეობისას, საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლების წარმომადგენლები რეგიონებიდან, საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ და ჩვენც შევეცდებით, „ეტალონისა“ და izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრების განწყობები უცვლელად გადმოგცეთ:

მარიამ თევდორაძის ოჯახი, ქუთაისის N37 საჯარო სკოლა:

- მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ SUPER-ოჯახებს კონკურსში. ძალიან გვიყვარს izrune.ge და თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას.

ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეების ოჯახი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ველევის საჯარო სკოლა:

- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია izrune.ge-ში ჩართულობა. ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ველით და მოხარულები ვართ, კონკურსში მონაწილეობის საშუალება რომ მოგვეცა.

მედეა და ლუკა ხათაშვილების ოჯახი, გორის N7 საჯარო სკოლა:

- მოგესალმებით ყველას, ჩვენ ვართ გორიდან. Izrune-ge-ში ჩვენი დამრიგებლების დახმარებით ჩავერთეთ და ახლა პროექტის ნამდვილი გულშემატკივრები ვართ. მადლობა ყველაზე მზრუნველ პროექტს.

მარიამ ვეკუას ოჯახი, გორის N7 საჯარო სკოლა:

- გორიდან გახლავართ, ძალიან მიყვარს სწავლა და ჩემი მიზანია მივაღწიო წარმატებას; უამრავ ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა და ყოველ ხუთშაბათს ველი izrune.ge-ს ტესტებს. პროექტში მონაწილეობა მაბედნიერებს და მაძლევს სტიმულს, უკეთ ვისწავლო“.

თორნიკე ცხვარაძის ოჯახი, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, ვანის N2 საჯარო სკოლა:

- უღრმესი მადლობა კონკურსში მოწვევისთვის; izrune.ge საოცრად განვითრებადი პროექტია, რომელიც დარწმუნებულნი ვართ, ბევრ წარმატებას მოგვიტანს“

ალექსანდრე და ნინო ზუმაძეების ოჯახი, მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის საჯარო სკოლა:

„მოხარულები ვართ, რომ იზრუნელები ვართ და ტესტირებებში გვიწევს მონაწილეობა; ეს პროექტი გვაძლევს განვითარებისა და მიღებული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას“.

ნოე ჯავახიშვილის ოჯახი, საგარეჯო N4 საჯარო სკოლა:

- გამარჯობა, მიხარია კონკურსში რომ ვმონაწილეობთ მე და დედიკო. იცით, ქართული ცეკვებზე დავდივარ და ძალიან მიყვარს; სწავლაც მიყვარს და izrune.ge-ც; მიხარია, რომ მოვხვდით SUPER-ოჯახებს შორის.

ბარბარე ყაყიჩაშვილის ოჯახი, თიანეთის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლა:

- მადლობას გიხდით ამ პროექტისთვის; ყოველთვის მოუთმენლად ველით izrune.ge-ს ტესტირებებს, ამ პროქტმა ხომ ბავშვი და მშობელი მეტად გააერთიანა, ჩვენ მშობლებს კი მისცა საშუალება, გაიგონ, რა ვიცით ჩვენ - ბავშებმა“.

ოთარ ზუკაკიშვილის ოჯახი, თბილისის N26 საჯარო სკოლა:

- შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ Izrune.ge-მ მეტად შემაყვარა წიგნის კითხვა, მეტად წიგნიერი გავხდი და ცოდნაც მეტი მაქვს, რაც საკუთრი თავი რწმენას მმატებს.

ანა კვაშილავას ოჯახი, მარტვილის მუნიციპალიტეტის, თამაკონის საჯარო სკოლა:

მოგესალმებით - დიდი მადლობა izrune.ge-ს გუნდს, რომ მომცა პიროვნული განვითარების მეტი საშუალება; დამეხმარა, მიმეღო მეტი ცოდნა და ყოველი ნაბიჯი თავდაჯერებით გადამედგა.

გიორგი ბერიძის ოჯახი, ბორჯომის N4 საჯარო სკოლა:

„მადლობა ამ პროექტისთვის, რადგან izrune.ge-ს დახმარებით ბევრი საინტერესო წიგნი წავიკითხე“.

ნია ხარაბაძის ოჯახი, ბათუმის N14 საჯარო სკოლა

- დიდი მადლობა ასეთი დღესასწაულისთვის, რომელიც ჩვენთვის, იზრუნელებისთვის მოაწყვეთ.

გადაცემის მსვლელობისას, პატარა იზრუნელებმა ქართველი პოეტების ლექსებიც წაიკითხეს: მედეა ხათაშვილმა, მარიამ თევდორაძემ, ნია ხარაბაძემ... და ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ძალიან უყვართ სწავლა, ყველაზე მზრუნველი პროექტი კი წარმატების მიღწევაში, ძალიან, ძალიან ეხმარებათ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება