მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს.
მოსწავლეებმა ანბანის გაცილების ღონისძიება გამართეს. პირველკლასელებმა დედა ენასა და ანბანს ლექსებით ხოტბა შეასხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„შექმნილი კოვიდვითარების გამო, უსაფრთხოების მიზნით, ფცის საჯარო სკოლის პირველ კლასში წელს ანბანი მოკრძალებულად გავაცილეთ. 27 მაისს საკლასო ღონისძიებას მხოლოდ 2 დამხმარე მშობელი დ რამდენიმე მასწავლებელი დაესწრო. მიუხედავად ამისა, პირველკლასელებმა მაინც ომახიანად და გულიანად ისაუბრეს საკუთარ თავზე, ლექსებით შეაქეს ანბანი და დედაენა, უმღერეს სამშობლოს, ანბანსა და დედაენას, შრომისა და მზრუნველობისათვის მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს. ბოლოს კი, საზაფხულო საკითხავებით დატვირთულები, დაემშვიდობნენ პირველ კლასს, სკოლასა და მასწავლებლებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს