მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს. 1-ლ ივნისს სკოლაში ღონისძიებები გაიმართა.
მოსწავლეები ღოსძიებებში აქტიურად ჩაერთვნენ, შემოქმდებევითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ბევრი იხალისეს.
„ბავშვობის ლამაზად გატარება უკვე ზრდასრულ ადამიანს თავდაჯერებულ, მხიარულ და წარმატებულ პიროვნებად აყალიბებს, თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობა სწორად ამიტომაა - ზრუნვა პატარებისთვის სამყაროს გაფერადებაზე. ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში 1-ლ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა. დილა მეოთხეკლასელებისთვის დაიწყო თითქოს დაძაბულად, მანანა გაფრინდაშვილისა და ქეთი კაპანაძის სადამრიგებლო მე-4 კლასები საცდელ ტესტირებაში მონაწილეობენ და უნდა აღინიშნოს, რომ ღელავდნენ, თუმცა ტესტის გავლის შემდეგ მხიარულად დაცუნცულებდნენ თითქოს საკუთარი თავით კმაყოფილნი. მე-2 ა და ბ კლასის მოსწავლეებმა ( დამრიგებლები მარიამ გამეზარდაშვილი და ელზა ბრეგვაძე) მსოფლიოს პატარებს ცეკვებითა და სიმღერებით მიულოცეს ეს დღე. პატარებმა ფერადად შეღებილი თითებით, პოეზიის მხიარული ნიმუშებით და სამეჯლისო ცეკვის ლამაზი შესრულებით აპლოდისმენტები დაიმსახურეს. მე-6 კლასის მოსწავლეებმა კი მოკლე ინფორმაცია გააცნეს მაყურებელს, თუ როდიდან და რატომ აღინიშნება 1-ლ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა ხელოვნების პედაგოგი ქეთევან კაპანაძე. მე-3- მე- 4 კლასელებმა თავიანთ დამრიგებლებთან (ნანა დათეშიძე, ნონა გაფრინდაშვილი) ერთად ფერადი ცარცებით შეასრულეს იდეური ნახატები. დღე მხიარულად წარიმართა. სასწავლო დღის ბოლოს ბედნიერღიმილიანი მოსწავლეები ბუშტებით გაისტუმრა შინ სკოლამ. ბედნიერი და წარმატებული მომავალი ყველა ბავშვს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა