სიახლეები
სკოლები

ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
03-06-2021
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს! ბავშვები - ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია, ამიტომ აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. მათი ღიმილი ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად, ამიტომაც ქვედა სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჟრიამული და მხიარულება დილიდანვე ფერადმა გარემომ შექმნა, რისთვისაც მოსწავლეები მადლობას უხდიდნენ დირექტორს, ქალბატონ ეთერ ნაკაიძეს. ამ გარემოს გალამაზებისთვის იზრუნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნათია ბახტურიძის ხელმძღვანელობით 8 კლასმა.

ღონისძიების მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა მაგული ვასაძე და ნარგიზ ჯაში. მუსიკალური გაფორმება თამუნა კაიკაციშვილი, ფოტორეპორტიორი მარინა თედორაძე.

ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, მხატვრული კითხვა, ინტელექტუალური შეჯიბრი. გარშემო საზეიმო განწყობა სუფევდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება