სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლისთვის სამაგალითოა მასწავლებელი, რომელიც მას აღიარებს“ - ვალის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა აზირაშვილი
03-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რატომ არის საჭირო ოჯახის მხარდაჭერა, ვინ არის მოსწავლისთვის სამაგალითო და რა არის დირექტორისთვის მოტივაცია - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge - ს ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა აზირაშვილი ბლიც-ინტერვიუში პასუხობს.

- სასწავლო წლის დასრულება...

- ყოველთვის ისეთივე ემოციურია, როგორც დაწყება; ვემშვიდობებით მოსწავლეებს, ვაანალიზებთ შედეგებს და უკეთესი მომავლის იმედით ვისახავთ გეგმებს.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს... 

- დირექტორს, როგორც ლიდერს, ძლიერ დისციპლინას, კვალიფიციურ პედაგოგებს.

- გამორჩეულად მახსენდება...

- სკოლის კურსდამთავრებულის, ვლადიმერ შუშანიანის წარმატება, მან საქართველოს ჩემპიონობაზე სირბილში პირველი ადგილი დაიკავა.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- მოსწავლის განვითარებისთვის, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის, რადგანაც ოჯახი ბავშვის ცხოვრებაში უმთავრეს როლს ასრულებს.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მასწავლებელი, რომელიც მას აღიარებს და აპოვნინებს თავის ადგილს სკოლაში, თანატოლებთან, სოციუმში.

- დირექტორის მოტივაციაა...

- სკოლის წარმატება, აღიარება, თანასწორობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, სიახლეებისადმი ინტერესი და მზაობა, რეფლექსია საკუთარ პრაქტიკაზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება