სიახლეები
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ციცინო ხაჩიძე ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩი გახდა
22-12-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი ციცინო ხაჩიძე საქართველოდან ერთწლიანი მანდატით ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩი გახდა.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც პროექტის „ღია სამეზობლო - კომუნიკაცია პარტნიორობის გაძლიერებისთვის: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მოქალაქეებთან დაკავშირება“ (OPEN Neighbourhood - Communicating for a Stronger Partnership: Connecting with citizens across the Eastern Neighbourhood) - ფარგლებში ხორციელდება.

ციცინო ხაჩიძე, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში 800 აპლიკანტს შორის შეირჩა, მანდატის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე იმუშავებს, სადაც ყურადღებას საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილებს. იგეგმება სხვადასხვა პროექტი და სასწავლო ვიზიტი ევროპისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

ციცინო ხაჩიძე, ასევე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში. ერთ-ერთი უახლესი აქტივობა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად გამართული ღონისძიებებია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ეძღვნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ციცინო ხაჩიძე, ასევე, საერთაშორისო კვლევითი ცენტრის - „Young Initiative on Foreign Affairs and International Relations“-ის გუნდის წევრია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება