მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით განისაზღვრა შემთხვევები, რა დროსაც უნივერსიტეტმა ვერ მიიღოს საგრანტო თანხა, სტუდენტის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის დასაფინანსებლად.
ამასთან ბრძანების მიხედვით, უნივერსიტეტს არ აქვს უფლება სწავლის საფასურის გადახდა მოსთხოვოს სტუდენტს იმ შეთხვევაში, თუ თავად არ შეიტანა პროგრამაზე ჩარიცხული პირის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 51 სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემაზე უარის თქმა.
1. სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) დაწესებულების მიერ რეესტრში სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) დაწესებულების მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს გადაურიცხავი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობის შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელების (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა წერილები მიწერეს დედამიწას, სადაც გულწრფელად და ემოციურად გამოხატეს თავიანთი წუხილი პლანეტის მდგომარეობაზე