მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია!“ – ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს. მათ მასწავლებელი ლელა მიქელაძე ხელმძღვანელობდა.
„მე-2-ბ კლასის მოსწავლეებმა საკვები პროდუქტების მნიშვნელობაზე, როგორც ენერგიის წყაროზე ისაუბრეს და გემრიელი სალათიც მოამზადეს. პროცესში ყველა მათგანი დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო. როგორც აღნიშნეს, სამზარეულოში სუფთად და მოხერხებულად მუშაობისათვის ლამაზი წინსაფარი, ხელთათმანები და ხილაბანდები აუცილებელია.
პატარებმა საკუთარი ხელით მომზადებული სალათი თავადაც დააგემოვნეს და ოჯახის წევრებსაც წაუღეს, რომლებისგანაც გულწრფელი შექება დაიმსახურეს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა