მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,მოსწავლეებს შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი შეხვედრა ჰქონდათ აჭარის განათლების, კულტურისა სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
„1 ივნისს ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის სასწავლო შემოქმედებითი კლუბი „სკრიპტორიუმი“ საპატიო სტუმრებს მასპინძლობდა. „სკრიპტორიუმს“ სტუმრობდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები მაკა ჯაიანი და ნინო ნაკაშიძე.
სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ახორციელებდა სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებას, კონკურსში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა, წარმატებით გადავლახეთ ორივე ეტაპი და მოვიპოვეთ გამარჯვება, რამაც უფრო გააძლიერა ჩვენში მოტივაცია.
ჩვენ დავგეგმეთ და განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობა და მუშაობის ანგარიში წარვუდგინეთ სამინისტროს წარმომადგენლებს, კლუბის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული თემები. შესაძლებლობა მოგვეცა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგვეხადა ჩვენი სტუმრებისთვის, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაირა, შეხვედრით ყველა კმაყოფილი დარჩა. დასარულს კი სამინისტროს წარმომადგენლებმა და სკოლის დირექტორმა ქალბატონმა თეა დავითაძემ დადებითად შეაფასეს ჩვენი მუშაობა და წინ კიდევ უამრავი წარმატება გვისურვეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რას უნდა ელოდნენ ბაღების თანამშრომლები - „ეცნობოს [...] ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“
საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა