სიახლეები
სკოლები

ლედგებეს საჯარო სკოლა პირველკლასელებს სექტემბრამდე დაემშვიდობა
03-06-2021
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლედგებეს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს ყველაფერი პირველკლასელებისთვის, რომლებმაც პანდემიურ პერიოდში შეაღეს მშობლიური სკოლის კარი და ახლაც, არცთუ მარტივ ვითარებაში უწევთ დამშვიდობება უსაყვარლეს მასწავლებელთან.

დიდი სიყვარულით გააცილა ლედგებეს საჯარო სკოლამ პირველკლასლები, იყო ბევრი ემოცია და საყვარელ დამრიგებელთან - ნანი ნადარაიასთან დამშვიდობების სევდა. ლედგებეს საჯარო სკოლა კი მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს - როცა უკვე გაზრდილები, თუმცა ისეთივე საყვარლები კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთხის ზღურბლს. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ სკოლებში იქნება ყველაზე მეტი ვიდეოკამერა - სია, სადაც 4 380 კამერას დაამონტაჟებენ

„მასწავლებლები განიცდიან - უმრავლესობა ამავე სკოლაში სწავლობდა და შემდეგ პედაგოგად დაბრუნდა... მათ მშობლიურ სკოლაში გაჩნდა ხანძარი! თუმცა ბავშვების ინტერესები უმთავრესია...“

ფინანსური წახალისება სტუდენტებისთვის - ვის უნდა მი8მართოთ და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ 

სურამის N4 საჯარო სკოლაში ხანძარია - დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

პროცესი წარიმართა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად

პროექტში ჩართულია იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია, რომელიც მხარს უჭერს ეკოინიციატივებს

 

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება