მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლას საერთაშორისო კონკურსის პრიზიორები ჰყავს!
მოსწავლეების სამხატვრო ნამუშევრები თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში საერთაშორისო კონკურსზე „ბედნიერი ბავშვობა“ გაიგზავნა.
„ცნობილი გახდა კონკურსის შედეგები, ჯერჯერობით გავიგეთ მხოლოდ ის, რომ მეცხრეკლასელი ლუკა ჯღარკავას ერთ-ერთ ნამუშევარს კომპეტენტური ჟიურის მიერ მესამე ადგილი მიენიჭა, ხოლო მეექვსეკლასელი ლიკა ბუკიას და მეცხრეკლასელი ანი ხარებავას ნამუშევრები ჟიურიმ გამორჩეულად მიიჩნია.
სხვა დეტალური ინფორმაციის მიღება ჯერჯერობით ვერ შევძელით. მინიმუმ ველით გამარჯვების დამადასტურებელ დიპლომებს.
მადლობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ თეა ტყებუჩავას, რომელმაც სულ რაღაც ორი სასწავლო წლის განმავლობაში, პანდემიის პირობებში, არაერთხელ დაამტკიცა მაღალი პროფესიონალიზმი, დაიმსახურა მოსწავლეთა სიყვარული და მისი ხელმძღვანელობით მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები წარმოაჩენენ სკოლას რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო დონეზე“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ სკოლებში იქნება ყველაზე მეტი ვიდეოკამერა - სია, სადაც 4 380 კამერას დაამონტაჟებენ
„მასწავლებლები განიცდიან - უმრავლესობა ამავე სკოლაში სწავლობდა და შემდეგ პედაგოგად დაბრუნდა... მათ მშობლიურ სკოლაში გაჩნდა ხანძარი! თუმცა ბავშვების ინტერესები უმთავრესია...“
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა