სიახლეები
სკოლები

გურკელის საჯარო სკოლაში ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდა
03-06-2021
-
+


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

ისტორია კი ბევრად ადრე -  1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს? - ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის, გურკელის საჯარო სკოლა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სპორტული ღონისძიებითა და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებით გამოეხმაურა. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები; წაიკითხეს ლექსები; შეასრულეს სიმღერები და ასფალტი ცარცით მოხატეს, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტივობა არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სურამის N4 საჯარო სკოლაში ხანძარია - დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

„რესურსცენტრი თვალყურს ადევნებს სკოლას და უფლებამოსილია, გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე...“

სააღდგომო არდადეგები სკოლებში - დასვენების დღეების რაოდენობა ცნობილია

მასწავლებლის თანამდებობის სახეების ჩამონათვალი და პროფესიული სტანდარტი

პიროვნება
სკოლები
სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი - „დედაბუნების მინიონები“
 

აქტივობა სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად

ბავშვებმა შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მზის შვილების შესახებ და ასევე, საინტერესოდ დააკავშირეს მათემატიკასთან თარიღი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება