მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბოლაჯურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„უსაფრთხო სკოლის“ პროგრამის ფარგლებში ბოლაჯურის საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილი უსაფრთხოების კომიტეტის წევრების ორგანიზებით, ჩატარდა ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, ხოლო შემაჯამებელი ღონიოსძიება სკოლის ეზოში გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული, უფროსკლასელებმა მოამზადეს ესეები თემაზე: „ერთობა“, „თავისუფლება“, ასევე მოამზადეს კედლის გაზეთი, სადაც მოსწავლეების ნამუშევრები გამოქვეყნდა. უმცროსკლასელმა მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები, რომლებიც თვალსაჩინო ადგილზე განთავსდა, ასევე მოსწავლეებმა შექმნეს „ერთობის ხე“.
კვირეულის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდა ბოლაჯურის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები. პროექტი სამცხე-ჯავახეთის განვითრების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა