სიახლეები
სიახლეები

ნული ქულით შეფასდება დავალება, რომელიც პირდაპირ იქნება შემოხაზული და ამოხსნა არ ეწერება - გაფრთხილება მათემატიკის გამოცდისთვის
03-06-2021
-
+


რა შეიცვალა 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ტესტში, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები - აპლიკანტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე, მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
 
- რა ცვლილებები შეეხო 2021 წელს მათემატიკის ტესტს?
 
- წინა წლებში გამოყენებული მათემატიკის ტესტები შედგებოდა 40 (30 დახურული და 10 ღია ტიპის) დავალებისაგან. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 59, ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კი - 3 საათი და 40 წუთი. 2021 წლის გამოცდისთვის მათემატიკის საგამოცდო ტესტის ფორმატში შემდეგი ცვლილებები შევიდა: ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი -  51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი 3 საათი გახდება.
 
- მათემატიკაში რა შემთხვევაში მეთვლება გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად?

- მინიმალური კომპეტენციის გადასალახად აბიტურიენტმა უნდა მოაგროვოს არანაკლებ 11 ქულისა -  ტესტის მაქსიმალური  ქულის (51) 20%-ზე მეტი. თუმცა, უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაზრდილია მინიმალური ზღვრის პროცენტული მაჩვენებელი.
 
- ირაციონალური განტოლებები თუ არის ტესტში შეტანილი?

- ერთუცნობიან წრფივ და კვადრატულ განტოლებებზე დაყვანადი ირაციონალური განტოლების ამოხსნა პროგრამულად გათვალისწინებულია. საგამოცდო ტესტში შესაძლოა შეტანილ იქნას პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი საკითხი.
 
- მექანიკური შეცდომების გამო რამდენი ქულის დაკლებაა შესაძლებელი?

- გააჩნია ეს შეცდომა ამოხსნის რა ეტაპზეა დაშვებული. თუ ის ამოხსნის ბოლო ეტაპზე დაუშვით, შესაძლოა ქულა საერთოდ არ დაგაკლდეთ, მაგრამ თუ თავიდანვე დაუშვით იმ ტიპის შეცდომა, რომელმაც განაპირობა სხვა შეცდომებიც ამოხსნის მომდევნო ეტაპებზე, შესაძლოა ორი ან მეტი ქულა დაკარგოს აბიტურიენტმა.
 
- რამდენი და როგორი დავალებისაგან შედგება 2021 წლის მათემატიკის ტესტი?

- 2021 წლის ეროვნული გამოცდის მათემატიკის ტესტის სტრუქტურა შეიცვალა. ახალი ტესტი შედგება 35 ამოცანისგან. აქედან პირველი 27 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ან 0 ქულით. 1 ქულა იწერება სწორი პასუხის მითითებისთვის პასუხების ფურცელზე. ამოცანებში ოცდამერვედან ოცდამეთხუთმეტეს ჩათვლით დადებითი შეფასების მისაღებად საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება - აუცილებელია ამოცანის ამოხსნის სრული გზის ჩაწერაც. 
 
- მათემატიკის ტესტი წელს გართულდა თუ პირიქით, გამარტივდა ამ ცვლილებების შედეგად? 

- მათემატიკის ტესტის სირთულე არ შეცვლილა, რადგან დავალებების შემცირების პროპორციულად შემცირდა საგამოცდო დროც. ვეცადეთ, გადაღლის ფაქტორი ყოფილიყო ნაკლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათემატიკის ტესტი იქნება უფრო ადვილი, ვიდრე გასულ წლებში იყო. 
 
- რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მათემატიკის გამოცდაზე?

- წელს იცით, რომ მათემატიკის გამოცდას გარკვეული ცვლილებები შეეხო (იხილეთ ბმული),  თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ცენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნიმუშით. მათემატიკის ტესტის ღია დავალებებზე მუშაობის დროს ეცადეთ ნათლად და მკაფიოთ ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი. გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული თქვენ მიერ შესრულებული ყველა გარდაქმნა. თუ ამოცანის ამოხსნისას შემოიტანთ ცვლადებს, აუცილებლად უნდა განმარტოთ, რას აღნიშნავთ ამ ცვლადებით. ასევე ყურადღებით გადაიტანეთ პასუხები პასუხების ფურცელზე ზუსტად ამ კონკრეტული დავალების პასუხისათვის გამოყოფილ ადგილას.
 
- რომელია მათემატიკაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?

- აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ პასუხი მისთვის განკუთვნილ ადგილას ჩაწეროს და არა სხვა გრაფაში. ასევე, მნიშვნელოვანია თუ გამოიყენებს ცვლადს, მიუთითოს რას აღნიშნავს ამა თუ იმ ცვლადით. გეომეტრიაში ხშირად აბიტურიენტები ნახაზების შექმნის დროს უშვებენ შეცდომებს, გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ნახაზის შექმნაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულოთ ის. ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ, ასევე ამოცანების ამოხსნის ჩაწერის ნიმუშები და თქვენთვის მნიშვნელოვანი ყველა სხვა ინფორმაცია იხილეთ კრებულებში.
 
- რამდენად აუცილებელია გეომეტრიაში ნახაზის გაკეთება?

- ნახაზის წარმოდგენა სასურველია, ეს თავად თქვენ გიმარტივებთ მსჯელობას და ამოცანის ამოხსნის პროცესს. ასევე გამსწორებელს უმარტივებს თქვენი მსჯელობის (ამოხსნის) შეფასებას. ჩვენი რჩევაა წარმოადგინოთ ნახაზი.

მეორე მხრივ, თუკი არ გექნებათ ნახაზი, მაგრამ თითოეული ტოლობა მსჯელობით იქნება გამყარებული, აგრეთვე თქვენ მიერ დაწერილი ყველა სიდიდე ან ამოცანის პირობაში იქნება განმარტებული, ან თქვენ ლოგიკურად წარმოაჩენთ სრულყოფილ ცოდნას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და ამოხსნა უშეცდომო იქნება, ცხადია, მიიღებთ მაქსიმალურ ქულას.
 
- 2021 წლის ტესტიდან პლანიმეტრიის დავალება თუ არის ამოღებული?

- პლანიმეტრიის დავალებები არ არის ამოღებული ტესტიდან. არც საგამოცდო პროგრამა შეცვლილა. პლანიმეტრიის მხოლოდ ერთი დავალება, კერძოდ, 4 ქულიანი წერითი დავალებაა ამოღებული ტესტიდან. პლანიმეტრიიდან ტესტში იქნება როგორც ღია, ასევე დახურული დავალებები.
 
- ამოხსნის გარეშე თუ შეფასდება ღია დავალება?

- იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა ამოხსნა და ის გზა ნაჩვენები, რომლითაც აბიტურიენტი პასუხამდე მივიდა, ნაშრომი შეფასდება ნული ქულით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოთხი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საგამოცდო პროგრამაში აღარ არის - ეროვნულები 2025

ქართულის საგამოცდო პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს

„ბედნიერი ერი“, ყვარყვარე თუთაბერი“, „გოგჩა“... ეროვნულების პროგრამიდან ამოღებულია

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები ცნობილია - NAEC

ავტორიზაციის დებულებაში ცვლილება შევიდა - ვის ეხება 10-დღიანი ვადა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა

სკოლები

სვანეთის მუზეუმთან და მესტიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს 

ამჯერად, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ფარგლებში მეორე კლასში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა 

სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები. ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო 

„ჩვენ ბევრჯერ დავწერთ ისტორიას. ბევრ მწვერვალს დავიპყრობთ, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტულ სარბიელზე“ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება