მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში სახელწოდებით - „მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“ გაიმარჯვეს. დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას. გამარჯვებული წერილების ავტორებს გადაეცათ დიპლომები და საჩუქრები.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში სახელწოდებით - „მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“ გამარჯვებას.
ნომინაციაში „საუკეთესო წერილის ავტორი“ ერთ-ერთი გამარჯვებულია სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - მარიამ მამისაშვილი.
ნომინაციაში „ჟიურის სიმპათია“ გამარჯვებულია სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე - გაბრიელ მედულაშვილი.
გამარჯვებული წერილების ავტორებს გადაეცათ დიპლომები, ფასიანი საჩუქრები და ორგანიზაციის მიერ ბრენდირებული ჩანთები და კალმები.
კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს ქეთი იაგანაშვილს, ვერა ნიკოლაშვილს და ნატალი იაგანაშვილს გადაეცათ მადლობის სიგელები“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ