მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს სასწავლო პროექტის - „სიკეთის ხე“ დასკვნითი პრეზენტაცია სახელწოდებით - „სიკეთე მზის სხივს ჰგავს, ანათებს და ათბობს“.
„პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები თვალსაჩინო რესურსზე -„სიკეთის ხე“ ათავსებდნენ საკუთარ მოსაზრებებს, თუ რას ნიშნავდა მათთვის სიკეთე. 1 ივნისს კი მეათეკლასელებმა სკოლის ეზოში გამოფინეს მეგობრების მიერ დაფიქსირებული აზრი იმის ირგვლივ, თუ რა არის სიკეთე. უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ ეს იყო დიდი ძალა, რომელიც მართავს სამყაროს.
პროექტის ხელმძღვანელმა მანანა ჩინჩალაძემ მოსწავლეებს მიულოცა 1 ივნისი, უსურვა ბედნიერი მომავალი და აქცენტები გააკეთა იმაზე, რომ ბავშვებს უფლებების გარდა აქვთ გარკვეული ვალდებულებები ოჯახისა და საზოგადოების წინაშე და ეს პროექტი სწორედ ამის მიმანიშნებელია.
ეს დღე მოსწავლეებს მიულოცა ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი გაგნიძემ და ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ