სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლისთვის სამაგალითოა პედაგოგი, რომელიც არის გზამკვლევი ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასასვლელად“-ნანა მენაბდე, ქობულეთის N3 სკოლის დირექტორი
04-06-2021
-
+


რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რატომაა საჭირო ოჯახის მხარდაჭერა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა მენაბდის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- ასოცირდება სკოლასთან  კურსდამთავრებულების განშორებასთან, რომელსაც თან ახლავს სევდანარევი სიხარული, ბედნიერი წუთები და ათასი თავგადასავლით გახალისებული 12 წელი.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოს,  გამართულ ინფრასტრუქტურას, კომპეტენტურ პედაგოგებს, გუნდურობას და ერთსულოვნებას, მშობელთა ჩართულობას, ნებისმიერი გამოწვევის მიმართ მზაობას. 

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- ის დღე, როცა სკოლას მიენიჭა აფხაზეთში გმირულად დაღუპული, სკოლის კურსდამთავრებული თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- იმიტომ, რომ ოჯახი ასოცირდება ჰარმონიასთან, ურთიერთგაგებასთან, დაფასებასთან, ტრადიციებთან. სწორედ ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვი მეტად ლაღია, ტოლერანტია და მეგობრულია.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- პედაგოგი, რომელიც არის გზამკვლევი ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასასვლელად და დასამკვიდრებლად.

- დირექტორის მოტივაციაა...

- ძლიერი, მიზანდასახული, პირადი მაგალითის მიმცემი, მხარდამჭერი, პასუხისმგებლიანი და  კრეატიული გუნდი.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი, მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება