მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სევდანარევი სიხარულით აცილებს. მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით უმძიმთ პედაგოგებს, თუმცა დიდი სიყვარულით ულოცავენ ახალი ეტაპისკენ სავალ გზას და არც სასიკეთო სურვილებს იშურებენ.
ამჯერად, გთავაზობთ, მე-12 კლასის დამრიგებლის ლალი პოპიაშვილის ემოციურ მისალოც და გამოსამშვიდობებელ მიმართვას, რომლის წაკითხვა თქვენც ადრესატებზე არანაკლებ აგაღელვებთ.
,,სახელი ადამიანის, აი, რა არის მთავარი“ - ამ შეგონებით აცილებს პედაგოგი მოსწავლეებს და კეთილ სურვილებს ატანს:
„ჩემო ძვირფასო და საყვარელო ბავშვებო!
თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად ლამაზი და მნიშვნელოვანი პერიოდი, თქვენ დატოვებთ სკოლის კედლებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯებთ, ვწუხვარ, რომ მეტად რთულ და პრობლემებით დამძიმებულ დროს მოგიწიათ ახალი გზის გავლა, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ცდილობს სამყარო თქვენს შეჩერებას, ყოველთვის უნდა გჯეროდეთ, რომ ის, რისი მიღწევაც გინდათ, შესაძლებელია, რწმენა, რომ წარმატებას მიაღწევთ, ყველაზე მნიშვნელოვანია!
მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გამოწვევას ღირსეულად შეხვდებით. ,,სახელი ადამიანის, აი, რა არის მთავარი“-ეს არასოდეს დაივიწყოთ.
არასოდეს დაივიწყოთ თქვენი მშობლიური სკოლა, არ დაივიწყოთ, რომ თქვენ მე-2 საჯარო სკოლის ყველაზე ჰუმანური პედაგოგების აღზრდილები ხართ!
ჩემო ლამაზებო, თბილებო და ტკბილებო, გილოცავთ და გჩუქნით ათას ლამაზ სურვილს, ერთმანეთზე თბილსა და ფერადოვანს, ულევ ღიმილს, უსაზღვრო სიყვარულს, რწმენას და იმედს. ვთხოვ, არსთა გამრიგეს, რომ იყოთ დღეგრძელნი და ბედნიერნი. უზომოდ მიყვარხართ და ძალიან მომენატრებით!..“ - ასე ემოციურად და ტკბილად ემშვიდობება ლალი პოპიაშვილი კურსდამთავრებულებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აკადემია პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ გახდნენ ინოვაციური მასწავლებლები
საგამოცდო ლიტერატურა მასწავლებელბისთვის ყველა საგანში - საკითხები, ტესტის ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები
„ვირუსების პიკი გადავლილი არ არის - განსაკუთრებული რისკის ქვეშ 5 წლამდე ბავშვები არიან, მათ უმრავლესობას ფილტვების ანთება აქვს“ - ივანე ჩხაიძე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს თანატოლებს, რომ წიგნის სიყვარულს შეუძლია სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ
მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე