მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია, საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში "ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის“ ხელშეწყობა, რომელსაც "ეტალონი“ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გავაფორმეთ. "ეტალონი" ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, ასევე ყველასთვის საყვარელი პროექტია. ის ახლა განვითარებისა და გაფართოების ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენი სურვილია, რომ სოფლისა და რეგიონის სკოლებში ბავშვების ინტელექტუალური აქტივობა იყოს მუდმივი, არ ჰქონდეს მას პერიოდული ზეიმის ხასიათი და სულ იყვნენ ჩართულნი. სწორედ ამის განხორციელებას ვაპირებთ "ეტალონთან" ერთად. დღეს ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ინტელექტუალური შეჯიბრი, ინტელექტუალური ჭიდილი, ხელს უწყობს ცოდნისა და ინტელექტის განვითარებას. პროექტი მიიღებს ახალ გაქანებას, ახალ მასშტაბებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ახალგაზრდების ყურადღება მიჯაჭვული იქნება ცოდნისა და განათლების მიღებაზე, თავისი ჭკუითა და ინტელექტით წარმატების მიღწევაზე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიაპროექტის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმაც.
როგორც მან აღნიშნა, მემორანდუმზე ხელმოწერას ეროვნული მნიშვნელობა აქვს.
"ფაქტობრივად საქართველოში მოტივირებული განათლების ახალი პერიოდი, ახალი ერა დგება. ჩვენ განათლების მინისტრთან, ბატონ ალექსანდრესთან შევთანხმდით ჯერ კიდევ თვეების წინ, რომ შევქმნიდით "ეტალონის" ისეთ ინტელექტუალურ ტესტებს, რომლითაც ნებისმიერ მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელსაც კი საშუალება ექნებოდა, თავი შეემოწმებინა, როგორია მისი ცოდნის დონე, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. ჯერ რამდენიმე საპილოტე გასვლა გვქონდა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა სკოლებისა და ახალგაზრდების ჩართულობამ", - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს მეფეთა მეფის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ
მეშვიდეკლასელების მიერ დაწერილმა ესეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა