სიახლეები
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლემ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე ფიზიკა - ასტრონომიის სექციაში პირველი ადგილი მოიპოვა
04-06-2021
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის Xl კლასის მოსწავლემ თინათინ მარგველანმა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე ფიზიკა - ასტრონომიის სექციაში პირველი ადგილი მოიპოვა. 

მოსწავლე მადლობას უხდის მის პედაგოგს, რომელმაც დიდი მოტივაცია მისცა აღნიშნული თემის დასაწერად და საბოლოოდ 
ეროვნულ სასახლეში 74-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე გზაგზავნილმა მისმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დამიმსახურა. მოსწავლის წერილს, უცვლელად გთავაზობთ:

„მახსოვს, როგორმა აჟიტირებულმა შემოაბიჯა გულნაზი მასწავლებელმა საკლასო ოთახში და გვკითხა - ვინ არის გია დვალი? - ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენ სკოლაში უმცირესობაში აღმოჩნდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ბატონ გია დვალის შესახებ იცოდნენ.

გულნაზი მასწავლებელმა შემოგვთავაზა შიდა სასკოლო კონფერენცია ჩაგვეტარებინა გია დვალზე, რომელსაც ყოველწლიურად ვატარებთ და ეს რიგით მე-11 იყო. გაგვაცნო წესები. პირველად ძალიან დავიბენი, ავღელდი, თუმცა გულნაზი მასწავლებლის თანადგომითა და დახმარებით საბოლოოდ დავწერე თემა შავ ხვრელებზე. თემის წერის დროს აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი იმ საოცარი ფაქტების გაგებისას, რომლითაც სავსეა სამყარო და შავი ხვრელები, ამასთანავე დამეუფლა დიდი სიამაყის გრძნობა, როდესაც ინფორმაცია მივიღე ქართველი მეცნიერის, ჰუმბოლტის პრემიის ლაურეატის გია დვალის ვიდეოებიდან. სულ 15 თემა დავამუშავეთ, ბავშვებმა, მოიძიეს ძალიან ბევრი ინფორმაცია, შექმნეს მარტივი მოდელები და სცადეს მარტივი და გასაგები ენით ესაუბრათ პარალელურ და ჩვილ სამყაროებზე, დროში მოგზაურობაზე,შავ ხვრელზე,ღვთიურ ნილაკზეანდროულ თერაპიაზე, კვანტურ ფიზიკაზე, ბნელ მატერიაზე და ბნელ ენერგიაზე და სხვა თემებზე. გავხსენით გია დვალის სახელობის კლას -კაბინეტი. ასე მოეფერნენ ბატონ გიას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული სოფელ ლემშვენიერას სკოლის მოსწავლეები. აქ უკვე ყველამ იცის ვინ არის ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატი, (რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია), ნიუ-იორკის აკადემიის ,,ვერცხლის პროფესორი",100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ბატონი გია დვალი.

ჩემი თემა გაიგზავნა ეროვნულ სასახლეში 74-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. ბევრი ვიშრომე მოდელებზე, ფორმატებსა და პოსტერებზე. საბოლოოდ ჩემი და გულნაზი მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მივაღწიე კიდევაც შედეგს. უღრმეს მადლობას ვუხდი გულნაზი მასწავლებელს და იმ ადამიანებს ვინც ხელი შეუწყვეს ჩემს წარმატებას“, - აღნიშნავს Xl კლასის მოსწავლე თინათინ მარგველანი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

200-ლარიანი დახმარება გაიცემა 0-დან 18 წლამდე ბავშვისთვის - მუნიციპალური ბიუჯეტი

შარშან როდის დაიწყო ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება


10 უნივერსიტეტი, რომელთაც ე.წ. უფასო ფაკულტეტები აქვთ

როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება