მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მორიგი პროექტი თემაზე - „მედიაწიგნიერება და პირადი მონაცემების დაცვა“.
საკითხი აქტუალური იყო არა მხოლოდ მასში მონაწილე ახალგაზრდებისათვის, არამედ ყველა დაინტერესებული პირისთვის.
„აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია ტელეგადაცემებსა და სოციალურ ქსელებში, დაახარისხეს, შეამოწმეს მათი სანდოობა, გააანალიზეს, დაწერეს რეკომენდაციები თანატოლთათვის და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სოციალურ ქსელში ურთიერთობისას პირადი მონაცემების დაცვის, უსაფრთხო წყაროების გამოყენებისა და სიმართლის დეზინფორმაციისგან გარჩევის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მსმენელთან ინტერაქცია გაიმართა კითხვა -პასუხის აქტიურ რეჟიმში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
აქტივობას ხელმძღვანელობდა ისტ-ის პედაგოგი ნორაირ მისკარიანი.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“