მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.
„მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში საინტერესო პრეზენტაციები შექმნეს, ასევე მოამზადეს ტექსტები, ააწყვეს „სლაიდ შოუ“, წარმოთქვეს ლექსები და ვიქტორინაში - „რა ვიცი ჩემს ქვეყანაზე“ მონაწილეობდნენ. არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ღონისძიება წარიმართა Microsoft Teams-ში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას კონსულტანტ-მასწავლებელი იამზე მსხვილიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“