სიახლეები
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
04-06-2021
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით სკოლის ეკოკლუბ „ხემხვაიეს“ ორგანიზებით ინტელექტუალური კონკურსი  „რა ? სად? როდის?“ გაიმართა.

კონკურსში მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა.

„ფინალში მაყურებელი შეხვდა მეთერთმეტეკლასელ მოაზროვნეებს (დიმა ძაძამია, ბორის მორგოშია, ნინო ფიფია, ლუკა ყამბარაშვილი, ლიკა შონია, ნინო ფიფია, ლუკა  ქარდავა), გამარჯვება წილად ხვდა მოაზროვნეებს 4:3. მაყურებლების ფავორიტი, გამორჩეული მოაზროვნე გახდა გუნდის კაპიტანი დიმა ძაძამია.  კონკურსის სიმბოლო, კონკურსის პრიზი ბრძენი ბუ შექმნა მასწავლებელმა ვალერიანე ფიფიამ და გადასცა გამარჯვებულ გუნდს. კონკურსის ორგანიზატორები მადლობას უხდიან მას თანადგომისთვის.

სკოლის დირეტორმა რობერტ გელვანმა და სასწავლო ნაწილის გამგემ წარმატებები მიულოცეს გამარჯვებულებს, მადლობა გადუხადეს კონკურსის ორგანიზატორებს: მასწავლებელს მთვარისა ფიფიას, წამყვანებს - თათია ციმინტიასა და გიორგი კვარაცხელიას კონკურსის საინტერესოდ წარმართვისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

200-ლარიანი დახმარება გაიცემა 0-დან 18 წლამდე ბავშვისთვის - მუნიციპალური ბიუჯეტი

შარშან როდის დაიწყო ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება


როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება