„არ ვარ თანახმა, პედაგოგმა დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია, რადგან ყველა მასწავლებელი თავისი საგნის პროფესიონალია“ - კორხის საჯარო სკოლის დირექტორი
07-06-2021
დაკოპირებულია
-
+
როგორი იყო 2020-2021 სასწავლო წელი? რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში? რას ფიქრობს პედაგოგთა გამოცდებზე? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორის - გალია ირიციანის მოსაზრებებს გთავაზობთ:
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?
- 2020-2021 სასწავლო წელს შევაფასებდი საშულოდ, სკოლაში არ გვქონია პრობლემები.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?
- ჩვენი სკოლის პედაგოგები მუდმივ კავშირში არიან მშობლებთან და სკოლაში არ არის უმიზეზო გაცდენები, მოსწავლეები ყოველთვის მზად არიან სასწავლო პროცესისთვის.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?
- არ ვარ თანახმა, რომ პედაგოგმა დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია, რადგან ყველა პედაგოგი თავისი საგნის პროფესიონალია.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?
- ვისურვებდი,რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ჩააბარონ საატესტატო გამოცდები და შემდგომ აიღონ ატესტატი. ეთნიკური ახალგაზრდების სურვილი საკმაოდ შეიცვალა და სურვილი აქვთ, რომ საქართველოში გააგრძელონ სწავლა სამედიცინო და ეკონომიურის განხრით.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?
- პირველკლასელთა ასაკი 6 წლის ასაკი სრულიად ნორმალურია. ვისურვებდი, რომ ერთ წელში დაბადებული ბავშვები ერთად მივიდნენ სკოლაში და წელი არ გაუცდეთ და ასაკობრივი სხვაობა არ იყოს ბავშვებს შორის.