სიახლეები
სიახლეები

ნინოწმინდის პანსიონი შესაძლოა, 16-მა ბავშვმა დატოვოს - ფაქტს განათლების კომიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება
04-06-2021
-
+


ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ ხმაური არ წყდება. იმედია მალე ყველა კითხვას კომპეტენტური პასუხი გაეცემა, მანამდე კი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პანსიონატში უკვე მუშაობენ სოციალური მუშაკები და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ბავშვთა უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული.

„ეს საკითხი, უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშაა, თუმცა განათლების სამინისტროს მხრიდანაც მიმდინარეობს მონიტორინგი და ჩვენი კომიტეტი იქნება ამ საკითხში ჩართული".

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ტალიაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის ინტერესებზე მომუშავე ნებისმიერი ინსტიტუციისა და ნებისმიერი ორგანიზაციის მანდატი აღსრულდეს.

კომიტეტის წევრებმა მზაობა გამოთქვეს, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთონ საკითხის მოგვარების პროცესში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბავშვებთან მუშაობა, რათა მათი საჭიროებები შეფასდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. როგორც მან განაცხადა, უწყება მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვებს ფსიქოლოგებიც დაეხმარონ.

„ამ საკითხით დაკავებულია „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო". იცით, რომ  მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 6 ბავშვის გადმოყვანის შესახებ, მიმდინარეობს სხვა ბავშვებთან მუშაობა იმისთვის, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ხანია ამ თემაზე აქვს გარკვეული სქემაც და მუშაობაც მიმდინარეობდა იმისთვის, რომ გარკვეულ მარეგულირებელ ჩარჩოში მოქცეულიყო მსგავსი პანსიონატის საქმიანობა. დღეს იქ რეგულირების სააგენტოც მუშაობს, მსგავსი სირთულეები ძალიან საყურადღებოა და როგორც პრევენციულად, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროც და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან, ფსიქოლოგების და სხვა უწყების დახმარებით მოგვარდეს. ჩვენი მიმართულება და სტრატეგიული ხედვა არის მიმართული იმისკენ, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განვითარდეს მისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და კეთილგანწყობილ გარემოში. ამდენად, ეს იქნება ჩვენთვისაც მთავარი ამოსავალი წერტილი და სამოქმედო გეგმა ამ სიტუაციაში. დანარჩენ დეტალებს, როდესაც ეს პროცესი მთლიანად დასრულდება, სააგენტოს საშუალებით საზოგადოებას ვაცნობებთ“,- განაცხადა გაბუნიამ.

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ კი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაწესებულების დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. მათივე განმარტებით, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა  წერილები მიწერეს დედამიწას, სადაც გულწრფელად და ემოციურად გამოხატეს თავიანთი წუხილი პლანეტის მდგომარეობაზე

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეები თამაშების დახმარებით პროგრამირების საწყისებს სწავლობენ

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა აბინძურებს დედამიწას და რა ევალება თითოეულ ადამიანს მის გადასარჩენად

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება