მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს და როგორ ჩააბარებენ „კოვიდ“ დადებითი აპლიკანტები გამოცდას - ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი.
როგორც შეფასებისა და გამოცდებია ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, დეტალურ ინსტრუქციას რეგულაციებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრის შემდეგ გაასაჯაროებენ.
„გარკვეული რეკომენდაციების დაცვა წელსაც მოგვიწევს. იქნება შემთხვევები, როცა გვეყოლება ინფიცირებული აბიტურიენტი და შარშანდელთან შედარებით ველოდებით, რომ ეს რაოდენობა იქნება უფრო მეტი, ვიდრე ერთი და ორი. ჩვენ რამდენიმე სქემაზე ვმუშაობთ, საბოლოო დეტალები ზუსტდება და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად გადაწყდება საბოლოოდ ეს საკითხი. ვფიქრობთ, რომ ერთ, მაქსიმუმ ორ კვირაში გვექნება უკვე ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ყველა საკითხს, რაც კოვიდთან იქნება დაკავშირებული დეტალურად განვიხილავთ.
აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს დაუფიქსირდებათ ტემპერატურა სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში განთავსდებიან. წელსაც გვექნება ფარები, რომლითაც დაცული იქნება მერხები და ვფიქრობ, წელს უფრო მომზადებულები ვიქნებით ვიდრე წინა წელს. ბევრი რეკომენდაცია იგივე დარჩება, თუმცა არ გამოვრიცხავ, იყოს დამატებითი რეგულაციები“,- აღნიშნავს გორგოძე.
მისივე თქმით, შარშანდელისგან განსხვავებით წელს „კოვიდიანი“ აბიტურიენტების მიერ ტესტის საგამოცდო ცენტრებს გარეთ ჩაბარება არ განიხილება.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამას თავი ავარიდოთ. თუ გვეყოლება ერთზე მეტი აბიტურიენტი ეს იქნება პრობლემატური, შესაბამისად სხვა სქემაა შემუშავებული და ვფიქრობ, ეს არ გახდება წელს საჭირო. შემიძლია ახლავე დაგიდასტუროთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სახლიდან ჩაბარება არ განიხილება“ - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა წერილები მიწერეს დედამიწას, სადაც გულწრფელად და ემოციურად გამოხატეს თავიანთი წუხილი პლანეტის მდგომარეობაზე
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა აბინძურებს დედამიწას და რა ევალება თითოეულ ადამიანს მის გადასარჩენად